ერაყში ტერაქტი მოხდა

ოთხი აფეთქება ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა, რომლის დროსაც სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა
ერაყში რამდენიმე ტერქტი მოხდა, რამაც სულ ცოტა 14 ადამიანის სიცოცლხე შეიწირა.

ყველაზე მძლავრი ტერაქტები ერაყის ჩრდილოეთში ქალაქ კირკუკში მოხდა. აქ ოთხი აფეთქება ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა, რომლის დროსაც სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

მანქანაში დამაგრებული ბომბი ქალაქ ჰილაში აფეთქდა. ამ ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ავტომობილში დამონტაჟებული კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა ბაღდადში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.