ერაყში ტერაქტი მოხდა

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის არ უკისრია
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ბაღდადის მახლობლად სამხედრო ბაზასთან მანქანაში დამაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 27 ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტი ბაღდადიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ტაჯიში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის არ უკისრია.