ერაყში რელიგიური დაპირისპირება გრძელდება

ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბაღდადის ერთ-ერთ უბან კაზიმიაში განხორციელდა
ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, სხვადასხვა ადგილზე განხორვიელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული და ოცზე მეტი დაჭრილი.

ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბაღდადის ერთ-ერთ უბან კაზიმიაში განხორციელდა, სადაც თავდამსხმელმა მოძრავი მანქანიდან ავტომატური ცეცხლი ქუჩაში შეკრებილ ხალხს გაუხსნა.

ბაღდადის გარდა, თავდასხმა განხორციელდა ქალაქ მოსულსშიც, სადაც მანქანაში დამონტაჟებული ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე კარდაკარ სალხების ჩხრეკას ახორციელებდა.

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობრივნა დაპირისპირებამ. ექსპერტები შიშობენ, რომ სუნიტ მუსლიმებში შიიტი მთავრობის წინააღმდეგ არსებული პროტესში შესაძლოა ფართომასშტაბიან რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.