ერაყი 10 წლის შემდეგ

ერაყში ნავთობის ინდუსტრია თანდათანობით ვითარდება, თუმცა ერაყელების თქმით, ამით მხოლოდ ერაყის ელიტის ნაწილი სარგებლობს.

Your browser doesn’t support HTML5

ერაყი

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაღდადის ცენტრში ერაყელებმა სადამ ჰუსეინის ძეგლი ჩამოაგდეს. ეს დღე ერაყში რეჟიმის დასასრულის და დემოკრატიული ქვეყნის შენების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ამერიკის ხმა ერაყში ჩავიდა და ომის დასრულების 10 წლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა.

ბაღდადის სამოთხის მოედანი, მოედნის შუაგულში სადამ ჰუსეინის ძეგლიდან დარჩენილი ქვის ფეხსაცმელი დიქტატორის ერთადერთი მოსაგონარია.

დღეს ერაყის ქუჩები რეკლამებიითაა აჭრელებული, მაისში აქ ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ეს არჩევნები დემოკრატიული ერაყის უახლოეს ისტორიაში რიგით მესამეა.

ბაღდადის ცენტრში ქუჩები სუფთა და მოწესრიგებულია.ქალაქში ახალი ავტომობილები დადიან და სამუშაო საათების დროს ხანგრძლივი საცობებიცაა, თუმცა ერაყალების უმეტესობა ამბობს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში დიდად არაფერი შეცვლილა.უმუშევარი ერაყელი მუშა საკუთარ ოჯახს შაბათ-კვირის მუშაობით არჩენს:

„ შედარებით უსაფრთხოდ ვცხოვრობთ, თუმცა პრობლემები მაგ მხრივაც ჯერ კიდევ არსებობს.“

ერაყში აფეთქებები დღემდე ხდება. რელიგიურ დაპირისპირებას ყოველთვიურად ასობით ადამიანი ეწირება.

ბაღდადის ცენტრალურ ბაზარზე მყიდველები სიძვირეს უჩივიან.მათი თქმით , ომამდე ცხოვრება ბევრად უფრო იაფი იყო.ხუთი შვილის დედა ინტისარ ფადი ამბობს:

„ საშინელებაა, ზოგ ოჯახს იმის ფულიც არ აქვს, რომ ერთი კილოგრამი პროდუქტი იყიდოს, ჩვენ თავი რაღაცით მაინც გაგვაქვს , არიან ოჯახები , რომლებსაც ყოველდღიური საკვების პრობლემა აქვთ.“

ერაყის ნავთობის ინდუსტრია თანდათანობით ვითარდება. თუმცა ერაყელების თქმით, ამით მხოლოდ ერაყის ელიტის ნაწილი სარგებლობს.ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული და საზოგადოებრივი მომსახურებაც ძალზე დაბალ დონეზეა.

ერაყი ცდილობს ფეხზე დადგეს და ნორმალურ ყოფას დაუბრუნდეს. შაბათ- კვირას ერაყალებს ოჯახები ქალაქგარეთ ან პარკში სათევზაოდ გაჰყავთ. სარა გაიები ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი:

„როდესაც პარკში დასასვენებლად გავდივართ, იქაური სიმშვიდე პრობლემებს გვავიწყებს, თითქოს ყველაფერი კარგად არის და საზრუნავიც გვავიწყდება.“

ერაყის დასასვენებელი პარკი ზავრა პარკი აღდგენეილია. აქ მწვანე ზონაა, რომელშიც შესვლის უფლება მხოლოდ ადგილობრივ პერსონალს აქვს.

ზოგი ერაყელი მიიჩნევს, რომ ერაყში ცხოვრება ვითარდება და მომავალში უფრო უკეთ იცხოვრებენ .ზოგიერთისთვის კი ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნა დღემდე მტკინვეული პროცესია. თუმცა ერთზე ყველა თანაბრად თანხმდება, რომ ომი საშინელებაა და არ შეიძლება ქვეყნის ბედი მხოლოდ ერთი ადამიანს ებაროს.