ერაყი - გლობალური ენერგოგიგანტი

18-20 ივნისს ლონდონში 2012 წლის ერაყ-პეტროლიუმის კონფერენცია გაიმართა

Your browser doesn’t support HTML5

ერაყი- მსოფლიო ნავთობგიგანტი



შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ერაყში შესვლიდან 9 წელი გავიდა.როგორც ქვეყნის ახალი მთავრობა აცხადებს, ერაყი მალე გლობალური ენერგოგიგანტი გახდება. ლონდონში კონფერენციაზე ერაყის მთავრობის წამყვანი ფიგურები და ნავთობის ინდუსტრიის წარმოამდგენლები შეიკრიბნენ . მათ დასახეს გეგმები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ერაყის ნავთობინდუსტრიაში.

როგორც ერაყის მთავრობა აცხადებს, უკანასკნელმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ერაყი დედამიწის ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვის მქონე ქვეყანაა. ეს რაოდენობა 350 მილიარდ ბარელამდე ნავთობს შეიცავს. მუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები არ არსებობს, ქსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ერაყს ნავთობის უდიდესი პოტენციალი აქვს.

ლონდონში 18-20 ივნისს 2012 წლის ერაყ-პეტროლიუმის კონფერენციაზე ერაყის მთავრობა და მსოფლიოს ნავთობინდუსტრიის წარმომადგენლები ერთმანეთთან სასაუბროდ შეიკრიბნენ. მათ შორის ერაყის პარლამენტარი და პარლამენტის ნავთობის კომიტეტის წვერი ბაიაზიდ ჰასან აბდულაც იყო:

„2017 წლისთვის ერაყს შეეძლება დღეში 12 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიმუშავოს. ერაყს ასევე ბუნებრივი აირის დიდი პოტენციალი აქვს“.

ლონდონის კონფერენციას დაესწრო "ბიპის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ტონი ჰეივარდიც. მან თანამდებობა თავის დროზე მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის გამო დატოვა. ჰეივარდი ამჟამად ჩრდილოეთ ერაყში ერთერთი ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი კომპანიის დირექტორია:

„დღესდღეობით ერაყს განახლებული ინფრასტრუქტრა სჭირდება, რის შემდეგაც იგი მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ერთერთ მთავარი ენერგო მომმარაგებლად მოგვევლინება. ერაყს ასევე დიდი რაოდენობით აქვს ბუნებრივი აირის მარაგი . ყველაფერი ეს კი, ერაყის მოსახლეობის ცხოვრებას გააუმჯობესებს“.

თუმცა, ერაყში ბოლო 10 წლის განმავლობაში ომებმა და სანქციებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. ექსონმა და უცხოურმა ნავთობკომპანიებმა გააფორმეს ხელშეკრულებები, რომელთა მეშვეობით ერაყში ნავთობჭაბურღილები და მილები შეკეთდება.მაგრამ ექსპერტების თქმით, ერაყის კანონმდებლობა უცხოურ ინვესტორებს გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის.
პოლ სტივენსი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩატამ ჰაუსის თანამშრომელია:

„ერაყის მთავრობამ უნდა მიიღოს კანონი, რაც უცხოელ ინვესტორებს სარისკო ინვეტსიციების ჩადების საშუალებებს მისცემს“.

ერაყის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა მოვაფაკ ალ რუბაიმ უცხოური ინვესტიციების რისკებთან დაკავშირებით , ლონდონის კონფერენციაზე აღნიშნა:

„დღესდღეობით რეგიონის პოლიტიკა გლობალურ ეფექტს იძენს. თუ სირიაში, ეგვიპტესა და იემენში პრობლემებია, ეს ერაყზეც აუცილებლად აისახება“.

თუმცა , მიუხედავად რისკებისა, წელს აპრილში ერაყმა ნავთობის მოპოვების დღიური ნორმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა და ეს ორი მილიონი ბარელი ნავთობი გახლდათ. ასეთი მაღალი მაჩვენებლი ერაყს 1980 წლის შემდეგ არ ქონია.