სუნიტთა სამხედრო დაჯგუფებებმა კიდევ ერთი ქალაქი დაიპყრეს. ამერიკა ბაღდადში საელჩოს დაცვის მიზნით 100 ჯარისკაცს აგზავნის
ადგილობრივი მოსახლეობის და ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, სუნიტთა სამხედრო დაჯგუფებებმა ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი ქალაქი, ტალ აფარი დაიპყრეს. საერთაშორისო საზოგადოება გმობს ერაყში ერთი კვირის წინ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას. ე.წ. ერაყის და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლებს ჩრდილოეთის რამდენიმე წამყვანი ქალაქი, მათ შორის ერაყში ზომით მეორე -მოსული- უკავიათ და დედაქალაქზე შეტევით იმუქრებიან.
შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში მდებარე ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, გადაწყვეტილება დამატებით 100 ჯარისკაცის და საზღვაო ქვეითის გაგზავნის შესახებ მიიღო. ამასთან, ამერიკის მოქალაქეების ნაწილი იორდანიაში გადაიყვანეს. სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების ავიამზიდიც გაიგზავნა. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერაყის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ირანთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ამერიკას ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელიწადზე მეტია არ აქვს.