აფეთქებები ბაღდადში

ტერაქტების სერიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა
ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 160-ზე მეტი დაშავდა.

აფეთქებები ძირითადად დედაქალაქის შიიტურ უბნებში განხორციელდა. ტერაქტები ერაყში ამერიკის ინტერვენციის 10 წლისთავს დაემთხვა. ერთი თვის შემდეგ ერაყში არჩევნები უნდა გაიმართოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 20 აპრილს დანიშნული არჩევნები 6 თვით გადაიდება ანბარის და ნინევიას პროვინციებში. ამის მიზეზი კი აღნიშნულ რეგიონებში რამდენიმე კანდიდატის მკვლელობა გახდა. ბაღდადში მომხდარ დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისგებლობა არავის აუღია.