ერაყში დღეს სამხედრო მეთაურის შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა ძალების კოორდინაციას მოახდენს.
ამერიკის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ ჯოზეფ დანფორდის განცხადებით, კოალიციას ერთი საკონტაქტო პირი სჭირდება, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ სახმელეთო ოპერაციაზე სრულად იქნება ინფორმირებული და მოკავშირეებს უკეთეს კოორდინაციაში დაეხმარება.