ერაყში მომხდარ აფეთქებებში დაიღუპა 28 და დაიჭრა 65 ადამიანი

დღეს, ერაყის დედაქალაქში ბომბების აფეთქების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა.

ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ბაღდადის ჩრდილოეთ, ალ-შააბის უბანში მოხდა, სადაც ოფიციალური პირების ცნობით, თვითმკვლელმა ქალმა ბომბი ბაზარში ააფეთქა.

სხვა თავდასხმაში ავტომობილში ჩადებული ბომბი გამოიყენეს, რომელიც ქალაქის სამხრეთ უბანში აფეთქდა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია თავზე.