ერაყში ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა

ერაყის ოფიციალური პირების ინფორმაციით ტერაქტებმა, ერაყის დედაქალაქი და ჩრდილოეთ ქალაქები საგრძნობლად დააზიანა. შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 მძიმედ დაშავდა.

ერაყში განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმების სამიზნე უსაფრთხოების ძალები იყვნენ. ბაღდადში მომხარდ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქალაქ კირკუკში კი - 9. განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აქვს აღებული. მომხდარში სუნიტი მუსლიმები შიიტებს ადანაშაულებენ.