ბაღდადის შემოგარენში აფეთქება მოხდა

ბაღდადის შემოგარენში აფეთქება მოხდა

დღეს ბაღდადის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიღუპა 15 ადამიანი. ააფეთქეს ერაყის დედაქალაქიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ თაჯის შესასვლელთან მდებარე პოლიციის საგუშაგო.

პოლიციელები გზისპირას ჩადებული ნაღმის აფეთქების ადგილს ათვალიერებდნენ, როდესაც მათ რიგებში შეპარულმა კამიკაძემ თავი აიფეთქა.

ამ ტერაქტის შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ერაყელი პარტიზანების მთავარი სამიზნეები პოლიციის და უშიშროების თანამშრომლები გახდნენ, მაშინ როდესაც ამ წლის ბოლომდე ამერიკელები ერაყში დარჩენილი 45 000 ჯარისკაცის გაყვანისთვის ემზადებიან.

გასულ კვირას პოლიციის განყოფილებაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ერაყის ჩრდილეოთში მდებარე ქალაქ კირკუკში 30 ადამიანი დაიღუპა.