ერაყის ხელისუფლების განცხადებით სამხედრო ფორმაში გადაცმულმა მეამბოხეებმა ქალაქ ჰადიტაში პოლიციის ორი საგუშაგო დაცხრილეს.
ამ თავდასხმის შედეგად 27 პოლიციელი დაიღუპა. პოლიციის ორი მაღალი რანგის ოფიცერი საკუთარი სახლებიდან გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს.
ქალაქ ჰადიტაში კომენდანტის საათია გამოცხადებული. შეტაკების დროს ერთი თავდამსხმელი მოკლეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ამ თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა, თუმცა ერაყის პოლიციის ხელმძღვანელობა უკვე ლაპარაკობს ალ-ყაიდას პასუხისმგებლობაზე.