ირანის თქმით, ბირთვული შეთანხმების მომავალი ევროპაზეა დამოკიდებული

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, განაცხადა, რომ 2015 წელს მიღებული ბირთვული შეთანხმების ბედი ახლა "ევროპის ხელშია". განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სამმა ევროპულმა ქვეყანამ ირანი შეთანხების მთავარი ნაწილების დარღვევაში დაადანაშაულა.

ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას, ზარიფმა, კიდევ ერთხელ, ისაუბრა ირანის მხრიდან ევროპასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე და თქვა, რომ ისინი არ ასრულებენ შეთანხმებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებებს.

ზარიფმა განაცხადა, რომ ირანის პრეტენზიები ყოველთვის უგულვებელყოფილი იყო და სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ ამერიკამ დატოვა შეთანხმება და ეკონომიკური სანქციები დაუწესა ქვეყანას.

"ჩვენი ეკონომიკა დაზარალდა, თან ისე, რომ ეს ირანის ბრალი არ ყოფილა. გასული ორი წლის განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარის ზარალი მოგვადგა. აგვინაზღაურებს ვინმე ამას? თავად ვუზრუნველყოფ, რომ რასაც გავაკეთებთ იქნება გამჭვირვალე", თქვა ზარიფმა.