ბაღდადში, ამერიკის საელჩოში, სიტუაცია დასტაბილურდა

სიტუაცია ერაყში, ამერიკის საელჩოში შედარებით მშვიდი გახდა მას შემდეგ, რაც ირანის მხარდაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებებმა ტერიტორია დატოვეს.

2 დღის განმავლობაში, არაფორმალური შეირაღებული დაჯგუფება და მათი მომხრეები საელჩოს უტევდნენ. დაამტვრიეს მისაღები და ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა ტერიტორიას. საელჩოს გალავანს კი გრაფიტი დაახატეს. დემონსტრანტები ამერიკის საელჩოსთან ამერიკის მიერ ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილი სახალხო ლაშქრების დაბომბვას აპროტესტებდნენ. კვირას განხორციელებულმა ოპერაციამ ერაყის ოფიციალურ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. ამერიკის მიერ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში განხორციელებული საჰაერო რეიდების შედეგად, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაბომბვის მიზანი დაჯგუფება “ქათიბ ჰეზბოლას” იარაღის საწყობების და სამეთაურო პუბქტების განადგურება იყო.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ "ჰეზბოლას" ლიდერი და სხვები დაადანაშაულა ბაღდადში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმაში და მათ ტერორისტები უწოდა.

ამ დღეების განმავლობაში, საკონსულო მოქმედებები შეწყდა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა თავი შორს დაეჭირათ საელჩოსა და მიმდებარე ტერიტორიიდან.

ამერიკის სპეციალურმა წამრომადგენელმა ირანში ბრაიან ჰუკმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ ამერიკელი დიპლომატები უსფართხოდ არიან. მიუხედავად ამისა, პენტაგონმა დამატებით 750 სამხედრო გააგზავნა ბაღდადში.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში დაგეგმილი ტური გააუქმა. ტური პარასკევს უკრაინაში ჩასვლით უნდა დაწყებულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ პომპეო ვაშინგტონში უნდა დარჩეს, რათა "განაგრძოს ერაყში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და დარწმუნდეს, რომ ამერიკელები უსაფრთხოდ იქნებიან იქ."

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო ტელევიზიით, გააკრიტიკა ამერიკის საჰაერო შეტევა. "მე და ირანის მთავრობა მტკიცედ ვგმობთ ამერიკის დანაშაულს", თქვა მან.

ირანის ლიდერის თქმით, თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს ბაღდდაში მიმდინარე მოვლენებთან. თავის სიტყვაში მან პრეზიდენტი ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ თავის საახალწლო სიტყვაში ტრამპმა ირანზე თქვა: "ისინი დიდ საფასურს გადაიხდიან თუ ამერიკის საელჩო და მისი პერსონალი დაშავდებიან. "ეს გაფრთხილება არაა" თქვა ტრამპა, "ეს მუქარაა".