შეერთებული შტატები თეირანს აფრთხილებს

ირანში მდებარე ატომურ სადგურზე 100 ცენტრიფუგა უკვე შეტანილია. მათი წარმატებით დამონტაჟების შემთხვევაში, ირანი ურანის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებას შეძლებს.
გაერთიანებული ერების ატომური სააგენტოს განცხადებით, ირანმა ურანის გამდიდრების მთავარ ცენტრში ცენტრიფუგების ინსტალაცია დაიწყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ატომურ სადგურზე 100 ცენტრიფუგა უკვე შეტანილია. თუ ინსტალაცია წარმატებით დასრულდა, ცენტრიფუგები ურანის გამდიდრებას ატომური იარაღის შემქნისთვის საჭირო დონემდე შეძლებენ.

ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუ საერთაშორისო გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, ირანზე ზეწოლას და იზოლაციას გაგრძელდება.