ირანმა ვერ შეძლო პასუხი გაეცა ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე
თეირანი აგრძელებს „თვალთმაქცობის, უპატივცებულობის და შეფერხების“ პოლიტიკას. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ირანმა ვერ შეძლო პასუხი გაეცა ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე.
ამერიკის ელჩმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ჯოზეფ მაკმანუსმა, დღეს ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანი საკუთარი ვალდებულებების თანმიმდევრულად დაცვის მაგივრად „კიდევ უფრო პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს“. მისი თქმით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამას საერთაშორისო საზოგადოება „ნორმალურად და მისაღებად“ ვერ ჩათვლის.
ირანი ბრალდებებს დაბეჯითებით უარყოფს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამები მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.