თეთრ სახლს ირანში რეჟიმის შეცვლას არ სურს

დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები ირანთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის თარიღის შეთანხმებას ცდილობენ

Your browser doesn’t support HTML5

ირანი


2012 წელს ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მაღალი დონის სამი შეხვედრა გაიმართა. თუმცს, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გამოსავალი ჯერ კიდევ არ ჩანს.

დასავლეთი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებსას ცდილობს, ირანი კი ამბობს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი და სამოქალქაო მიზნებისთვის აქვს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მეორე ვადით არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს ბირთვული ქობინებით ირანის შეიარაღებას. თუმცა, ასევე განაცხადა, რომ დაპირისპირების გადასალახად ის ძალის გამოყენების წინააღმდეგია და შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური მექანიზმებით სურს.

„უნდა არსებობსდეს გზა, რომელიც ირანს საშუალებას მისცემს გააგრძელოს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ბირთვული ელექტრო სადგურების სამუშაოდ. მაგრამ ირანმა ასევე უნდა სეასრულოს საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებები და დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რომ ბირთვული იარაღის შემუშავებაზე არ მუშაობს.“

ირანი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს. მაგრამ სანქციები ამერიკის კონგრესისი მიერ მიღებული კანონია და მისი შეცვლა პრეზიდენტს არ შეუძლია, გარდა უმნიშვნელო ცვლილებებისა, რომლებიც აღმასრულებელი ბრძანებით შეიძლება იქნას მიღებული:

„პრეზიდენტს არ ექნება ამის საშუელება...“

აცხადებს უილიამ რეინში, რომელიც წარსულში ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივენი იყო, ახლა კი კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც ღია ვაჭრობის ხელშეწყობას ცდილობს:

„მას მოუწევს კონგრესს მიმართოს და თავი გაართვას კონგრესმენების პოლიტიკურ ნებას. მეორეს მხრივ კონგრესში ირანის მიმართ განსხვავებული და გაცილებით მკაცრი დამოკიდებულება გამოიკვეთება. სანქციების შემსუბუქება ან გამოწვევა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე შეიძლება ადმინისტრაციას ეგონოს.“

ამ ფონზე ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიანიმ ნეთანიაჰუმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ძალის გამოყენებისთვის. ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაპირისპირების გადაჭრის ვადად კი 2013 წელი დაასახელა. ამერიკამ ისრაელს მოთმინებისკენ მოუწოდა.


ამერიკის საზღვაო ქვეითების გენერალ ელიტენენტმა გრეგორი ნიუბოლდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლიტკოსები ძალის გამოყენების შესახებ განცხადებას ადვილად აკეთებენ:

„ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის, საკითხის მიმართ ემოციური და ხშირ შემთხვევაში პერსონალური მიდგომა, რომელიც პოლიტკოსებნმა კარიერის განმავლობაში შეიმუშავეს. ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ სამხედრო მოქმედების შედეგებს. სააომარი მოქმედების უარყოფითი შედეგები შეიძლება არაპროპორციულად აღემატებოდეს იმ დადებით მიღწევებს, რომელიც შეიძლება ომმა მოიტანოს.“

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის შეცვლას არ ცდილობს და რომ ერთადერთი მიზანი, რომელიც ამერიკის ადმინსტრაციას ირანთან მიმართებაში აქვს ის არის, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მოხმარებაში დარჩეს და მას სამხედრო დანიშნულება არ მიეცეს. დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები ირანთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის თარიღის შეთანხმებას ცდილობენ.

შაულ ბახაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორია. ის აცხადებს, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიატოლა ალი ხამენეი კომპრომისებზე არ წავა თუ დასავლეთისგან შემხვედრი დათმობები არ მიიღო.

„ხამენეი ურანის გამდიდრების პროგრამაზე უარს არ იტყვის, დასავლეთს 20 პროცენტამდე გამდიდრებულ ბირთვულ საწვავს არ ჩააბარებს, საერთაშორისო ინსპექტორების მიერ დეტალურ შემოწმებაზე არ დათანხმდება და ფორდოს გასამდიდრებელ ნაგებობას არ დახურავს თუ ამერიკა სანაცვლოდ მნიშვნელოვან დათმობებზე არ წავიდა. ამ შემთხვევაში მას საშუალება ექნება თქვას, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის დათმობით გაცილებით მასშტაბურ გამარჯვებას მიაღწია.“

ბახაშს იმედი არ აქვს, რომ ამერიკა ასეთ დათმობებზე წავა, რასაც შედეგად ის მოჰყვება, რომ დასავლეთსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დაპირისპირება კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.