გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ირანის წარმომადგენლები რეაქტორებზე და ურანის საბადოზე გაეროს უფრო ფართომასშტაბიან ინსპექციებს გეგმავენ
გაერო ირანთან ქვეყნის ბირთვული პროგრამის საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ კრიტიკოსები, რომელთაც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა სურთ, მოლაპარაკების საბოლოო შედეგებს უნდა დაელოდონ.
ჯონ კერიმ კვირას ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში და დღეს აბუ დაბიში ვიზიტის დროსაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ აჩქარება არ შეიძლება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩათვლით, ყველამ უნდა ცნოს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ქვეყნები ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და მათ შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. დღეს მოლაპარაკებაში მონაწილეობას საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, იოკეა ამანო და ირანის ბირთვული პროგრამის თავმჯდომარე ალი აქბარ სალეჰი იღებდნენ. ისინი რეაქტორებზე და ურანის საბადოზე გაეროს უფრო ფართომასშტაბიან ინსპექციებს გეგმავენ.