ირანსა და ექსპერტებს შორის შეთანხმება შედგა

ამ საკითხზე კომენტარი ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ჯერ არ გაუკეთებია
ირანი აცხადებს, რომ გაეროს ინსპექტორებთან ბირთვული პროგრამის რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდა.

ოთხშაბათს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ რამდენიმე სადავო საკითხი გადაწყდა და შემდეგი შეხვედრისთვის ახალი გეგმები დაისახა.

სააგენტო შეხვედრის დეტალებს არ ავრცელებს, ამ საკითხზე კომენტარი არც ატომური ენერგეტიკის სააგენტოსაც არ გაუკეთებია.

სააგენტო მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის თეირანში ჩავიდა, რომელზეც ირანის ბირთვულ სადგურებზე ისნპექტორების შეშვება უნდა განიხილონ. გასულ თვეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.