ირანი დიალოგისთვის მზადაა

ჰასან როჰანი: დაპირისპირება ახალმა შესაძლებლობებმა უნდა შეცვალოს
ირანის ახლადარჩეული პრეზიდეტნი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ მსოფლიოს ლიდერებთან კონსტრუქციული დიალოგის გასამართად მზადაა.

პრეზიდენტმა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სარედაქციო წერილში აღნიშნა, რომ დაპირისპირება ახალმა შესაძლებლობებმა უნდა შეცვალოს.

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის სტატია "ვაშინგტონ პოსტში" გუშინ, გაეროს ასამბლეაზე გამოსვლამდე, რამდენიმე დღით ადრე დაიბეჭდა.

ამ კვირას ენბისის საინფორმაციო პროგრამამ ირანის პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამოართვა. როჰანი უახლოეს დღეებში მსოფლიო მედიის წარმოამდგენლებსაც გაესაუბრება.