ირანს მსოფლიო აკვირდება

საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ირანის ბაზარი მიმზიდველია

Your browser doesn’t support HTML5

ირანელებში იმედმა გაიღვიძა


დასავლეთის ქვეყნებსა და თეირანს შორის ბირთვულ საკითხზე მიღწეულმა შეთანხმებამ კრიზისში მყოფ ირანის ეკონომიკას იმედი გაუჩინა. შუალედური შეთანხმება ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს შეამსუბუქებს, საპასუხოდ თეიარანმა ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერების ან გაყინვის პირობა დადო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ შესრულდება ეს შეთანხმება ირანის მოსახლეობაში გაჩნდა იმედის ნაპერწკალი.

თეირანის ქუჩებში და სავაჭრო დახლებთან ახალი, დავდაჯერებულობის შეგრძნება გაჩნდა. თეირანის მკვიდრი, ნაჰიდ ჰაბიბი თეირანის ბაზარში ოქროს სამკაულებს ათვალიერებს. მისი განცხადებით, მოსახლეობას იმედი დაუბრუნდა:

„ხალხს აქვს მეტი მოტივაცია იმისთვის, რომ საყიდლებზე გამოვიდეს. მყიდველები უფრო თავდაჯერებულები არინ. პირადად მე, ახლა შემიძლია შევიძინო ჩემთვის სამკაული ისე, რომ ხვალიდნელი დღის შიში არ მქონდეს.“

ვალუტის გადამცვლელ პუნქტშიც კი გამოცოცხლება იგრძნობა. უკანასკნელ პერიოდში ადგილობრივი ვალუტის ერთეულის 80%-იანი ვარდნის მიუხედავად ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

„არსებული დადებითი ატმოსფერო მოლაპარაკებების შედეგებითაა გამოწვეული, ეს ნათლად ჩანს,“ -აცხადებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი.

მოლაპარაკებების შედეგად ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი შესუსტდება, მაგალითად ოქროზე, საავტომობილო და ნავთობქიმიკატების ექსპორტზე, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 1,5 მილიარდ დოლარს შესადგენს.

თუმცა მაინც რჩება კითხვა, თუ რამდენად დაეხმარება ეს კრიზისში მყოდ ირანის ეკონომიკას.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი მეთიუ ლევიტი სკეპტიკურადაა განწყობილი:

„ჩემის აზრით, ირანის მოსახლეობის მოლოდინი გადაჭარბებულია, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდად არ აისახება. რამდენიმე კვირის, თუ თვეების მანძილზე მათი მდგომარეობა მხოლოდ უმნიშვნელოდ გამოსწორდება.“

ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტ ჰასან როჰანის მოუწევს ამ გადაჭარბებულ მოლოდინთან დაკავშირებული კრიზისის გადალახვა. მან ან ბოლომდე უნდა მიიყვანოს შეთანხმება და წერტილი დაუსვას მას, ან წარუმეტებლობა გადააბრალოს დასავლეთს.

თუმცა იმედიანად არამარტო ირანელები არიან. საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებიც გაფაციცებით აკვირდებიან მოვლენებს, ვინაადან ირანის ბაზარი მათთვის მიმზიდველია.

ექსპორტის საკითხებში კომპანია ბრაინ კეივის სპეციალისტი კლიფ ბერნსი მოლოდინის რეჟიმშია:

„ირანში ამ წუთას ოქროს ციებ-ცხელება არ იწყება, მაგრამ დაინტერესება დიდია, ყველა აკვირდება ამ ბაზარს. სანქციების გამარტივებასთან ერთად ირანში აქტივობა გაიზრდება.“

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არაფერი შეცვლილა და სავაჭრო ემბარგო კვლავ მყარად ფუნქიონირებს.

ირანელებში კი იმედმა გაიღვიძა. წარმოშობის ამერიკელი ირანელი სტუდენტი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შემდეგს აცხადებს:

„ერთადერთი რაზეც ახლა მე ვღელავ, როდესაც ირანში ჩავდივარ, თვითმფრინავების გამართული მუშაობაა. ბევრ მათგანს ტექნიკული პრობლემები აქვს, სანქციების გამო ნაწილების შეძენა შეუძლებელია.“'

ეს შიში დასავლეთსა და ირანს შორის შუალედური ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ნელ-ნელა გაქარწყლდება, ვინიდან შეთანხმების თანახმად სანქციები მოიხსნება უსაფრთოხებასთან დაკავშირებულ შეკეთებებისთვის საჭირო ინვენტარზე. სანქციების გამარტივება თვითმფრინავების ინსპექციასაც შეეხება.