აჰმადინეჟადი ივნისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატის დასაცავად სიტყვით გამოვიდა
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ივნისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატის დასაცავად, სიტყვით გამოვიდა. ესფანდირ რაჰიმ მაშაეის, რომელიც აჰმადინეჟადის ახლო მოკავშირეა, ირანის დამცველთა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მასთან ერთად საბჭომ არც ირანის ყოფილ პრეზიდენტს ჰაშემი რაფსანჯანის მისცა საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება.
აჰმადინეჟადმა მაშაეი დაახასიათა, როგორც რელიგიური, შესაძლებლობებით სავსე და ქვეყნისთვის წარატებების მომტანი პოლიტიკოსი. მისი თქმით, მაშაეი უსამართლობის მსხვერპლი გახდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე აჰმადინეჟადმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პირობას დებს, რომ მაშაეის კანდიდატურის არჩევნებიდან გამორიცხვის საკითხს ირანის უმაღლეს სასულიერო ლიდერ აიატოლა ალი ხამანეისთან წამოჭრის.