ირანი უარს აცხადებას ამერიკული დახმარების მიღებაზე

შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა გააუქმოს თუ ვაშინგტონს სურს, რომ ირანს დაეხმაროს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და დასძინა, რომ ირანი არ მიიღებს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ დახმარებას.

„ამერიკელი ლიდერები იტყუებიან... თუ მათ ირანის დახმარებას სურთ, ამისთვის მხოლოდ სანქციების გაუქმებაა საჭირო... შემდეგ ჩვენ შეგვეძლება კორონავირუსის გავრცელებას გავუმკლავდეთ“, - განაცხადა როჰანიმ სატელევიზიო მიმართვაში.

ირანი ერთ-ერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 1,812 ადამიანი და დაფიქსირებულია 23,000-ზე მეტი შემთხვევა. გასული 24 საათის განმავლობაში 127 ადამიანი გარდაიცვალა და 1,411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვაშინგტონმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა, თუმცა თეირანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა.