დღეს ვაშინგტონმა დაასრულა შეღავათების ციკლი, რომლის საშუალებითაც ირანის მსხვილი ნავთობ-კომპანიები აგრძელებდნენ საწვავის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში.
ამ შეღავათების გააუქმებით, რომლებიც 8 ქვეყნისთვის იყო დაწესებული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები "მაქსიმალურ ზეწოლას" განახორციელებს ირანის მთავრობაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ზომას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დადებული პირობის აღსრულება უწოდა, რაც ირანის „ნავთობის ექსპორტს ნულზე დაიყვანს და რეჟიმს დაუბლოკავს ტერორიზმის და უცხოეთში წარმოებული ომების დაფინანსების წყაროს“.
ეს ზომა, ამასთან, უკანასკნელი ნაბიჯია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა 2015 წელს დადებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესში. შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა გასული წლის ნოემბერში დატოვა.