ამერიკელი მთამსვლელების გათავისუფლების მოლოდინში

ამერიკელი მთამსვლელების გათავისუფლების მოლოდინში

ირანის სასამართლოს განცხადებით არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ორი ამერიკელი მთამსვლელის გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

სასამრთლო კვლავ განიხილავს ადვოკატების მოთხოვნას საპროცესო გარიგების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ამერიკულ ტელევიზიასთან ენ-ბი-სისთან საუბრისასა აღნიშნა რომ დაკავებული მთამსვლელების გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხდებოდა.

ვაშინგტონში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტი ალექს ვატანკა თვლის რომ ირანის შიგნით პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელბს შორის მიმდინარე ბრძოლა ძალაუფლებისათვის ამერიკელთა მთამსვლელის გათავისუფლების საკითხს გააჭიანურებს.