ირანის უზენაესი სასამართლოს განაჩენი

ირანის უზენაესმა სასამართლომ ამერიკის და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამირ მირზა ჰეკმატის სასიკვდილო განაჩენი უარყო. განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჰეკმატს ბრალი შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე მუშაობაში ედება. მისი საქმე ხელახალი განხილვისთვის ქვედა სასამართლოს დაუბრუნდა.

28 წლის ამირ ჰეკმატი 2011 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. ირანის ტელევიზიით დეკემბერშივე გავრცელებულ კადრებში ამერიკელი მეზღვაური ინგლისურ და სპარსულ ენებზე დანაშაულს აღიარებს. ჰეკმატის თქმით შპიონაჟში და სპარსულ ენაში ინტენსიური თრეინინგის შემდეგ ის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ირანის დაზვერვაში დასანერგად გააგზავნა.

თეთრმა სახლმა აღნიშნული ბრალდება უარყო და ჰეკმატის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.