კვირას, ირანის სასამართლოს ინფორმაციით, ჩინელ-ამერიკელ მეცნიერს ქვეყანაში უკანონო შეღწევის ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს განცხადებით, საეჭვო პირი სადაზვერვო სამსახურებმა ამოიცნეს და დააკავეს.
37 წლის შიუ ვანგს ჩინეთის და შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ირანის სასამართლო უწყების ახალი ამბების სააგენტო „მიზან ონლაინის“ თანახმად, ის დაახლოებით ერთი წლის წინ დააპატიმრეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: „ირანის რეჟიმი აგრძელებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, ამერიკელი მოქალაქეების და სხვა უცხოელების დაკავებას, ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლად გაათავისუფლონ ირანში უსამართლოდ დაკავებული ამერიკის მოქალაქეები, რათა მათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება შეძლონ.“