აჰმედ დავუთოღლუ ირანში მიემგზავრება

აჰმედ დავუთოღლუ ირანში მიემგზავრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ირანში მიემგზავრება ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვის მიზნით.

დავუთოღლუს ვიზიტის დროს ერაყის და სირიის პრობლემებსაც განიხილავენ. თურქეთის საგრეო საქმეთა მინისტრის ირანში დაგეგმილი ვიზიტი შეერთებული შტატების მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას დაემთხვა, რომელსაც ალბათ ევროკავშირიც შეუერთდება.

ამის საპასუხოდ ირანი ჰორმუზის სრუტის დახურვით დაიმუქრა და გააფრთხილა შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტი სპარსეთის ყურეში თავი დაანებოს აქტიურ მოქმედებას.

ჩინეთმა გააკრიტიკა ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც თეირანის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობისთვის სასჯელის დაწესებას ითვალისწინებს.