ევროპა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ეტაპის დაწესებისთვის ემზადება. ახალი სანქციები ძირითადად ირანის ენერგორესურსებს შეეხება. ევროპა ამ ნაბიჯით ამერიკის მაგალითის გამეორებას ცდილობს.
ეკონომიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ევროპული სანქციებისგან ის ქვეყნები უფრო იზარალებენ, სადაც მძაფრი ეკონომიკური კრიზისი მიმდინარეობს, ვიდრე ირანი.
სანქციების გამკაცრების მოლოდინში ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ახალ მეგობრებს და საკუთარი ნავთობისთვის ახალ ბაზრებს ეძებს. სამხრეთ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ის კუბაშიც გაჩერდა.
შეერთებულმა შტატებმა უკვე გასცა სანქცია ამერიკაში იმ კომპანიების საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, რომელბიც ირანის ნავთობის ინდუსტრიასთან თანამშრომლობენ. ევროკავშირის წარმომადგენლები 23 იანვარს შეიკრიბებიან ევროპული მბარგოს პირობების განხილვის მიზნით.