სამაშველო სამუშაოები პაკისტანში

ეპიცენტრი ირანის ტერიტორიაზე, ქალაქ ხაშთან და სარავანთან მდებარეობდა
პაკისტანელ ჯარისკაცებს ხალხი ირანის საზღვართან მომხდარი მიწისძვრით დანგრეული შენობებიდან ჯერ კიდევ გამოჰყავთ. დღეს 16 დაშავებული ადამიანი გადაარჩინეს. ისინი ვერტმფრენებით რეგიონალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

არმიის ოფიციალური პირების განცხადებით, ადგილზე ასობით ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც სამაშველო სამსახურებს ეხმარებიან. 7.8-ბალიანმა მიწისძვრამ 34 ადამიანი იმსხვერპლა. შეერთებული შტატების სეისმოლოგთა ცნობით, ეპიცენტრი ირანის ტერიტორიაზე, 2 ქალაქ, ხაშში და სარავანში მდებარეობდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, იქ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა.