შეერთებული შტატების სეისმოლოგთა აზრით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 ბალს შეადგენდა
ირანში და მის მეზობელ პაკისტანში მიწისძვრა მოხდა. სულ ცოტა 5 ადამიანია დაღუპული და ათეულობით დაზარალებული. შეერთებული შტატების სეისმოლოგთა აზრით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი კი 2 ირანულ ქალაქში, ხაშში და სარავანში იყო.
ადგილობრივი მედია შედარებით ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ იუწყება. სახელმწიფო მაუწყებლობა ამტკიცებს, რომ დღის 15 საათსა და 14 წუთზე მომხდარი მიწისძვრა რიხტერის შკალით 7.5 ბალს არ აღემატებოდა. ირანის საზღვართან მდებარე პაკისტანურ სოფლებში ასობით სახლი დაინგრა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ პაკისტანის ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.