ყაზახეთში საერთაშორისო ექვსეული ირანის პასუხს მოისმენს
გაეროს უშიშროების ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის წარმომადგენლები ხვალ ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში ჩავლენ, სადაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყება. დასავლეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ თეირანი პოზიტიურად იმოქმედებს მათ შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების ნაცვლად, ირანმა ურანის მაღალ დოლეზე გამდიდრების პროცესი უნდა შეაჩეროს. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა.
„ჩვენ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები გვქონდა თურქეთში, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩვენ ექსპერტებს ბევრი კითხვა აქვთ. ეს კარგი ნიშანია და ჩვენ მივდივართ ალმაატაში ირანისგან პასუხის მოსასმენად. მე იმედს ვიტოვებ, რომ მათი პასუხი დადებითი იქნება,“ - განაცხადა