შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ეტაპზე ირანზე ახალი სანქციების დაწესებას შეცდომას უწოდებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდებს, საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან თავი დროებით შეიკავონ. ჯონ კერი სენატის კომიტეტის წინაშე უნდა წარსდგეს და ამ საკითხზე თავისი არგუმენტაცია წარმოადგინოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჯენ ფსაკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სანქციების დაწესება შეცდომა იქნებოდა. „დროებით შეჩერება ჯობია და პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ მომავალში აღარ გამოვიყენებთ. ეს გამორიცხული არ არის“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.