მოლაპარაკების განახლება ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება
ირანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკების განახლებას აპირებს საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან ერთად დასავლეთი ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ ახალი სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი, რომელიც ირანის ენერგო სექტორის და სატვირთო გადაზიდვების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასევე გამკაცრდება სანქციები ირანული ბანკების და იდუსტრიის წინააღმდეგ.
დასავლეთი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას მოითხოვს, თეირანი კი აცხადებს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
ირანი მზად არის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, რუსეთის, საფრანგეთის, ჩინეთის და გერმანიის წარმომადგენლებთან დაიწყოს მოლაპარაკება.
როგორც პოლიტოლოგი ჯემი ინგრამი აცხადებს, საერთაშორისო სანქციებმა თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა:“ ეს პირდაპირ მათ ჯიბეზე აისახება. იმპორტის შეზღუდვამ კი ქვეყანაში სურსათის მომარაგების თვალსაზრისით დიდი პრობლემები შექმნა.“
ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ირანთან მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის სფეროები რომლებსაც სანქციები არ შეხებია, ევროპული ბანკები ამერიკის შიშით მაინც ერიდებინ თეირანთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოებას.
როგორც ირანთან ვაჭრობის ექსპერტი ნაიჯელ კუშნერი აცხადებს:“ ამერიკელებს შესაძლოა ევროპელებთან საიდუმლო შეთანხმება ჰქონდეთ დადებული ამ საქმესთან დაკავშირებით. მე ველაპარაკე შვეიცარიის ბანკის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლეგალურად შეუძლიათ ირანიდან მომავალი თანხების მიღება, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების და მედიკამენტების შეძენას ისახავს მიზნად, მაგრამ ზედმეტი თავის ტკივილისგან თავის არიდება სურთ.“
ამის გამო ირანელები იმგვარ ქვეყნებთან ამყარებენ კონტაქტებს როგორებიცაა ჩინეთი და თურქეთი, რომლებსაც ნაკლებად ეხებათ აღნიშნული სანქციები.
როგორც ლონდონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ალი ფათოლა-ნეჯადი ამბობს, ირანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია საბანკო სექტორის წინააღმდეგ მიმართული სანქციები.
მისი თქმით:“ უზარმაზარი ფინანსური და საბანკო სანქციები, რომლებიც ამ ქარიშხლის ცენტრში იმყოფებიან უდიდეს დარტყმას აყნებენ ირანის ეკონომიკას.“
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ჩაკ ჰაგელის კანდიდატურა წამოაყენა, ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰაგელი ყოველთვის ოპოზიციაში ედგა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების შემოღებას. ახლა კი, თუ მოლაპარაკება ჩაიშალა, პენტაგონი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმდებების დაწყების არჩევანის წინაშე დადგება.