მოლაპარაკებების ახალი რაუნდი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 13 აპრილს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარების იმედი აქვს.

ალი აკბარ სალეჰიმ ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ შეხვედრის ადგილი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრთან შეხვედრისას გადაწყდება.

სალეჰიმ ეს განცხადება თეირანში, თურქეთის პრემიერ მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს გააკეთა. ერდოღანი ირანის ლიდერებთან ბირთვული საკითხების შესახებ სასაუბროდ იმყოფება.

ევროპის უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით მხარეებს შორის კონსენსუსი არ მიღწეულა ირანთან მოლაპარაკებების ადგილისა და დროის შესახებ.

თეირანს, ბირთვული პროგრამის შესახებ აპრილში სტამბოლში მოლაპარაკებების მიზნით მსოფლიოს 6 უძლიერეს სახელმწიფოსთან შეხვედრის სურვილი აქვს.