გაეროში ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრებენ

გაეროში ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრებენ

გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი სახელმწიფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ შეხვდებიან.

დღევანდელი შეხვედრა თეირანის ოფიციალურ განცხადებას მოსდევს იმის შესახებ, რომ ირანი მალე მზად იქნება, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები განაახლოს.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი კოლეგები ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან.