ლიბანში ორ დღიანი ვიზიტით მყოფი ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ჰეზბოლას ხელმძღვანელს ჰასან ნასრალას შეხვდა და დიდი შეფასება მისცა ამ ორგანიზაციის ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.
ბეირუთში შეხვედრის დროს ჰასან ნასრალამ ირანის პრეზიდენტი ჰეზბოლას მეომრების მიერ ისრაელის ჯარისკაცებისთვის წართმეული ავტომატით დაასაჩუქრა.
ლიბან-ისრაელის საზღვართან გამართული დიდი მიტინგის დროს მაჰმუდ აჰამადინეჟადმა ჰეზბოლას მომხრეებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და ახლო მომავალში სიონისტური რეჟიმის დამხობა იწინასწარმეტყველა.
ირანის პრეზიდენტის გამოსვლის დროს საზღვრის იქითა მხარეს ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენები დაფრინავდნენ.