ირანმა შეხვედრაზე მხარეებს „ნათელი და კონკრეტული“ პასუხი ვერ გასცა
დღეს ყაზახეთში ირანსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე პროგრესის ნიშნები თითქმის არ არის. დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებმა ვერ გასცეს „ნათელი და კონკრეტული“ პასუხი საერთაშორისო თანამეგრობრობის წევრების მოთხოვნას. საერთაშორისო საზოგადოება „ხუთს + ერთი“ ფორმატით არის წარმოდგენილი, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია შედის. ისინი ირანს ურანის გამდიდრების შეჩერების სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებას სთავაზობენ.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ირანული მხარე მოლაპარაკებას ნათელი და კონკრეტული პასუხით დაუბრუნდება და პასუხს გაგვცემს იმ შეთავაზებაზე, რაც ჩვენ ნდობის აღდგენის საშუალებას მოგვცემს,“ - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მანმა.