ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ამერიკელი მოგზაური,რომელიც მესაზღვრეებმა ერთი წლის წინ ორ ამერიკელ მოქალაქესთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლის ბრალდებით დააკავეს , შესაძლოა გირაოს ფასად გათავისუფლდეს.
დღეს თეირანის პროკურორმა აბას ჯაფარ დოლატაბადმა ირანის მედიას განუცხადა,რომ ამერიკელ სარა შაურდს მას მერე გაათავისუფლებენ,რაც მისი ოჯახი 500 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს საფასურს გადაიხდის.
აღსანიშნავია,რომ ამერიკელი მოქალაქე სარა შაურდი კიბოს ადრეული სტადიის ფორმითაა ავად და სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს .
თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ დაკავებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების საკითხი დიდ სირთულეებს უკავშირდება,რაც ირანისთვის სანქციების დაწესებითა და ირანში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვითაა გამოწვეული.