ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, დღეს პარლამენტის წევრებს ირჩევენ.

"თქვენი ხმა ეროვნული ინტერესების გარანტია უნდა იყოს" - ასე მიმართა ირანელ ხალხს ხმის მიცემის შემდეგ, აიათოლა ალი ხამენეიმ, ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში 290 ადგილზე, 7 000 კანდიდატი იყრის კენჭს. ხმის მიცემის უფლება,18 წელზე მეტი ასაკის, ირანის თითოეულ მოქალაქეს აქვს.