ირანის სასამართლომ ბაბაკ ზანჯანის სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა

ირანის სასამართლომ ცნობილ მილიარდერ ბაბაკ ზანჯანის და კიდევ ორ ადამიანს სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. მათ ნავთობით ვაჭრობის საქმეში კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა დაუმტკიცდათ.

ზანჯანი ირანში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება დაახლოებით 14 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბრალის მიხედვით სახელმწიფოს სახელით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მან 2 მილიარდი დოლარი უკანონოდ მიითვისა. ის 2013 წელს სახელმწიფოს სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე დააპატიმრეს. სამივე სიკვდილმისჯილს ვერდიქტის გასაჩივრების უფლება აქვს.