ირანის ნავთობის ტანკერი, რომელიც შაბათს ჩინეთის სატვირთო გემს შეეჯახა, შესაძლოა აფეთქდეს და ჩაიძიროს. ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს და ინფორმაციის წყაროდ სამაშველო ჯგუფის წევრებს და ექსპერტებს ასახელებს.
შაბათს მომხდარი შეჯახების შემდეგ ტანკერის 32 წევრს ეძებენ, მათგან 30 ირანის, ორი კი ბანგლადეშის მოქალაქეა.
პანამაში რეგისტრირებული ტანკერი „სანჩი“ ირანიდან სამხრეთ კორეაში მიცურავდა, როცა ჰონგ კონგში რეგისტრირებულ „კრისტალს“ შანჰაის სანაპიროდან 257 კილომეტრის მოშორებით შეეჯახა.
ჩინური გადამზიდავის ეკიპაჟის 21-ვე წევრი გადარჩა.