ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული პოლიტიკა
ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ირანის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობას ეხებოდა. მომხსენებლები იყვნენ ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევარი ბენდა შეფერი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ალექს ვატანკა და საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი. შეხვედრას უძღვებოდა ჯონს ჰოპკინსის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფრედერიკ სტარი.
რა როლი აქვს სამხრეთ კავკასიას ირანის საგარეო პოლიტიკაში? ამ საკითხზე თავისი ხედვა დააფიქსირა ალექს ვატანკამ.
„თუკი დასვამთ რიტორიკულ შეკითხვას, აქვს თუ არა ირანს სამხრეთ კავკასიის მიმართ შემტევი პოლიტიკა, გიპასუხებთ მარტივად, რომ არა. რას წარმოადგენს ირანი სამხრეთ კავკასიაში? ირანს წლების განმავლობაში გააჩნია ფართო და მუდმივი პოლიტიკა, თუმცა მე ამას შევაფასებდი, როგორც ფრთხილ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მიმართ. რაც გამოწვეულია ამ რეგიონში რუსეთის დიდი ინტერესებით. ეს სიფრთხილე სწორედ ამით არის გჰანპირობებული. ირანელებს არ უნდათ რუსეთის ინტერესების სფეროში შეჭრა, მათ არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება,“- განაცხადა ალექს ვატანკამ.
მისი თქმით, მართალია, არის გარკვეული ნიშნები, რომ ირანი სომხეთს მხარს უჭერს, თუმცა ეს არ არის რუსეთის საპირწონე მხარდაჭერა. ბატონმა ვატანკამ აღნიშნა, რომ ირანი ასევე არ იჩენს აქტიურობას კასპიის ზღვის გაყოფის საკითხში და არ უპირისპირდება რუსეთის ინტერესებს. ასევე, ვატანკას განცხადებით, ჩვენ ვერ ვნახეთ ირანის საპასუხო რეაქცია, რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ირანი არ გამოხატავს თავის აქტიურ ინტერესებს კავკასიის რეგიონის მიმართ, თუმცა შესაძლოა ეს მიდგომა მოგვიანებით შეიცვალოს.
ქალბატონმა ბრენდა შეფერმა აღნიშნა, რომ ირანის საგარეო პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს ირანის მოსახლეობის მრავალფეროვნება. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ირანის საგარეო პოლიტიკაში მისი შიდა სტაბილურობის გათვალისწინებით, რადგან ირანის მოსახლეობის 50 პროცენტი არ არის ეთნიკური სპარსელი, ხოლო ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი კი ირანის სასაზღვრო რაიონებშია კონცენტრირებული.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიაზე, უფრო მეტად ეს არის სამეზობლო და არა რეგიონი, რადგან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს თავისი განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვა, მისწრაფებები და პრიორიტეტები.
„ვფიქრობ, არალოგიკური იქნება თუკი წარმოვიდგენთ, რომ ირანს თანაბარი პოლიტიკა აქვს მთლიანი რეგიონის მიმართ. ეს არის უფრო მეტად ფრაგმენტული პოლიტიკა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ განსხვავებული მიდგომები, სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. თუმცა, მე დავეთანხმები ბატონ ფრედერიკ სტარს, რომ ირანი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ერთ დროს სპარსეთის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, რომელზეც მას ქონდა უზარმაზარი კულტურული გავლენა,“ - განაცხადა ბატონმა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, ირანი თავის დროზე ძალიან მიმზიდველი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, რადგან ის იყო ძლიერი იმპერია, ქონდა განვითარებული ტექნოლოგიები და კულტურა. ამჯერად, ბატონი იაკობაშვილის თქმით, კავკასიის ქვეყნებს სხვა პრიორიტეტები აქვთ, რადგან არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც მათთვის უფრო მეტად მიმზიდველია, ვიდრე ირანი.
ამდენად ირანთან დაკავშირებით, კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა არის პრაგმატული, რომელიც დაფუძნებულია ინტერესებზე. ბატონმა იაკობაშვილმა გაიხსენა, საქართველოს მიერ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან იდგა ტურიზმის განვითარების ინტერესი და მეტი არაფერი, რამაც გაამართლა კიდეც.
შეხვედრის დასასრულს, სავიზრო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, შეკითხვა დავუსვით ბატონ ალექს ნატანკას.
„ამ გადაწყვეტილების უკან, როგორც ჩანს, უფრო მეტად ეკონომიკური მოსაზრებები იდგა და არა პოლიტიკური. თუმცა, მანამდეც საქართველოსა და ირანს კარგი ურთიერთობა ქონდათ. ბიზნესის თვალსაზრისით, ამან ხელი შეუწყო ირანელი ტურისტების ნაკადის შედინებას საქართველოში. ბევრი მათგანი საქართველოში ნაღდი ფულით ჩადის და იქ ხარჯავს. ამდენად, ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური თვალსაზრისით აქვს აზრი. ბოლო ოცდაათი წელია, რაც ირანის ფარგლებს გარეთ ირანული კაპიტალის გადინება ხდება. ამდენად საქართველოც შეიძლება გახდეს ირანული ფულის სამიზნე. ეს ფული თავიდან ბოლომდე ლეგალურია და რასაკვირველია ეს კარგია,“ - განაცხადა ვატანკამ.
რაც შეეხება შეერთებული შტატების რეაქციას ირანულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ბატონმა ვატანკამ განაცხადა:
„არ ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის, კაპიტალის მიმოქცევის ან რეგიონალური ინტეგრაციის შეზღუდვას. ამერიკის სერიოზული შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. ამდენად, შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება მსხვილ საერთაშორისო პროექტებში ირანის ჩართვას. ჩვენ ეს ვნახეთ ახლახანს, როდესაც ირანული გაზსადენი პაკისტანს დაუკავშირდა, რასაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგება. თუმცა მას შემდეგ, რაც ბირთვული პროგრამის პრობლემა მოგვარდება, არ ვფიქრობ რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუშალოს ირანთან ურთიერთობას. რაც შეეხება საქართველოს, მე ვერ ვხედავ ამერიკის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით,რომ ირანელი ტურისტები საქართველოში ჩადიან.“