ირანის ქმედებები გაეროს ინსპექციის პროცესს აფერხებს

გაეროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვერ ხერხდება ირანის მიერ ბირთვულ სფეროში წარმოებული სამუშაოების გადამოწმება, რამეთუ თეირანი სრულად არ თანამშრომლობს გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან.

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკია ამანომ დღეს გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა, რომ ირანმა ორი გამოჩენილი ბირთვული ინსპექტორი გააძევა ქვეყნიდან.

ბატობნმა ამანომ ასევე აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები გაეროს ინსპექციის პროცესს აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მისი მოკავშრეებს ეჭვი აქვთ, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს. თეირანი კი აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნების ემსახურება.