ირანელთა პროტესტი და ბრიტანეთის საელჩოს დარბევა

ირანელთა პროტესტი და ბრიტანეთის საელჩოს დარბევა

თეირანში ბრიტანეთის საელჩოს წინ შეკრებილი ასობით სტუდენტი სანქციებს შემდეგი მოწოდებით - „სიკვდილი ბრიტანეთს“ აპროტესტებს.

აქციის რამოდენიმე მონაწილემ შენობის ღობიდან საელჩოში გადასვლაც სცადა და თან ხელში ბრიტანეთის დედოფლის სურათს აფრიალებდა.

ბრიტანელმა დიპლომატებმა საელჩო დაუყონებლივ დატოვეს . მომხდარ ინცინდენტის შესახებ ირანის ხელისუფლება სინანულს გამოთქვამს, რასაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის უილიამ ჰეიგის უარყოფითი შეფასება მოჰყვა:

„ეს საკმარისი არ არის. პასუხისმგებლობა მთლიანად ირანის ხელისუფლემას ეკისრება და მისგან ადეკვატური ზომების მიღებას ველოდებით იმისათვის რომ საელჩოს ტერიტორია დაცული იყოს.“

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში მყოფ თავის მოქალაქეებს ასევე მოუწედებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად გაერიდნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

მას შემდეგ რაც ირანის პარლამენტმა ლონდონთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტების საკითხს კენჭი უყარა, სიტუაცია გამწვავდა. გასულ კვირას ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა, კერძოდ საბანკო ურთიერთობები შეწყვიტა. ანალოგიურად მოიქცნენ შეერთებული შტატები და კანადაც. ყოველივე ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური ანგარიშიც მოჰყვა, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შემცირებას მოუწოდებს.

ბრიტანული მედია, თეირანში, ბრიტანეთის საელჩოზე განხორციელებულ შეტევას, 1979 წელს, შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმის ანალოგად მიიჩნევს, როდესაც თავდასხმელებმა 52 ამერიკელი ტყვედ აიყვანა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეშფოთებულია მომხდარის გამო. გაეროს უსაფრთხოების საბჭოც ინცინდენტს უარყოფითად აფასებს.

პოლიტიკური ექსპერტების თვალსაზრისით კი, ირანის ურთიერთობა დასავლეთთან დრამატულად განვითარებული მოვლენების ფონზე უფრო გართულდება.