უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთი დაზიანებულია და ირანი არ გეგმავს მისი სხვა ქვეყნისთვის გადასცემას. მიუხედავად განმეორებითი მოთხოვნისა, რომ თეირანმა მხარეებს ყუთის შემოწმების საშუალება მისცეს, ირანი უარს აცხადებს თანამშრომლობაზე.
ამ დრომდე თეირანი ამბობდა, სხვებს, მათ შორის უკრაინისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს მიეცემოდათ საშუალება მონაცემები შეესწავლათ.
კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გასულ კვირას თქვა, რომ მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ სრული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი.
უკრაინული ავიახაზების რეისი PS752 თეირანიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის მიზეზი ირანის მიერ გასროლილი რაკეტა გახდა. ირანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო ჩამოვარდა. თეირანმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა, რომ თვითმფრინავი რაკეტით „შეცდომით“ ჩამოაგდო და ის ამერიკულ სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავში აერია.