ირანმა ანტივირუსი შეიმუშავა

ირანის მთავრობის განცხადებით, შეიქმნა კომპიუტერისვის განკუთვნილი ისეთი ანტივირუსის პროგრამა, რომელსაც შესწევს უნარი დაბლოკოს კიბერ სივრცეში აქამდე ცნობილი და " საკმაოდ დახვეწილი" ვირუსები. უკანასკნელ დროს ვირუსებმა ირანის კომპიუტერულ ქსელებს დიდი ზიანი მიაყენა. კომპიუტერის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის განცხადებით, ანტივირუსის პროგრამას შესწევს უნარი ამოიცნოს და შემდეგ კომპიუტერიდან გაწმინდოს ვირუსი.