ნატოს გაფართოების ყოველი რაუნდის წინ, რუსეთი ყოველთვის აძლიერებს პროპაგანდას და ცდილობს ხალხს დაანახოს, რომ ნატო რუსეთისთვის ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს, რომ რუს ხალხს დაცვა სჭირდება. სინამდვილეში კი, ნატო სტაბილურობის გარანტია, ამბობს იანუშ ბუგაისკი, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სკოლის ევროპის პროგრამების ხელმძღვანელი. ბუგაისკის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
იანუშ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ნატო 70 წლის გახდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მის მომავალზე, მაგრამ მისი შექმნის მიზეზები ყოველთვის არ გვახსოვს. რა არის ნატო და რა მიღწევები ჰქონდა მას ბოლო 70 წლის განმავლობაში?
ნატო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმისთვის დაარსდა, რომ ევროპა ნებისმიერი გარე ძალის დომინაციისგან დაეცვა. ძველი ფრაზა გახსოვთ ალბათ - ნატო შეიქმნა იმისთვის, რომ ამერიკა ყოფილიყო შიგნით, გერმანია მშვიდად და რუსები გარეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალიანსი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ცივი ომის დროს ომი არ მომხდარა და ეს იმის გამო, რომ ნატო შეკავების ეფექტური და კარგად შეიარაღებული მექანიზმი იყო. ამერიკის ჯარის დიდი შემადგენლობა გერმანიაში და კონტინენტის სხვა ქვეყნებში იყო განლაგებული. ყველა მოკავშირე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და მიაჩნდა, რომ მათი ადგილი ალიანსში იყო.
პარადოქსია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს არ უომია, ის ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია ისტორიაში. ცივი ომის შემდეგ ნატომ ფოკუსი შეცვალა. საბჭოთა ბლოკი დაიშალა. ახლად დამოუკიდებელმა ქვეყნება დაინახეს შესაძლებლობების ფანჯარა, რომ რუსეთი იყო სუსტი, საბჭოთა იმპერია დაიშალა და მიეცათ საშუალება ნატოს ქოლგის ქვეშ შესულიყვნენ. მათ ესმოდათ, რომ ნატო უცხო აგრესორისგან მათი დაცვის გარანტია. ვფიქრობ ესაა ნატოს ყველაზე დიდი მიღწევა და ეს დღესაც გრძელდება.
სიმართლე გითხრათ, საქართველო ან უკრაინა ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი იქ ვერ შეიჭრებოდა. ზოგჯერ, ჩვენს მიერ გადაწყვეტილების დაყოვნებით მოწინააღმდეგე სარგებლობს და ეს ასეც მოხდა საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში.
როგორ ფიქრობთ, ნატო ასპირანტი ქვეყნების მისაღებად დღესაც ღიაა პოლიტიკურად? საქართველო, მოგეხსენებათ, ნატოში გაწევრიანებას ცდილობს.
რა თქმა უნდა! ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მონტენეგრო გახდა ნატოს წევრი, ახლა ჩრდილოეთ მაკედონია ემზადება ნატოში გაწევრიანებისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს ნატოს დაპირება, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან. კითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ ეს როდის მოხდება .
მე ყოველთვის ვამბობ, რომ რაც მალე, მით უკეთესი. სიმართლე გითხრათ, საქართველო ან უკრაინა ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი იქ ვერ შეიჭრებოდა. ზოგჯერ, ჩვენს მიერ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებით მოწინააღმდეგე სარგებლობს და საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში, ასეც მოხდა.
შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს საქართველო იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც ბალტიისპირეთის ქვეყნები იყო 1990-ანი წლების ბოლოს, 2002 წლის პრაღის სამიტამდე, როცა მათ ნატოში გაწევრიანება სურდათ, თუმცა არ იცოდნენ ალიანსი მათ როდის მიიღებდა . როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის შესაძლებლობების მსგავსი ფანჯარა ახლოვდება?
საქართველოს არ ჰყავს დიდი დიასპორა, ამ ეტაპზე არ ჰყავს საკმარისად მამაცი ლიდერები, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო ნატოში გაწევრიანებამდე. ასევე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ზოგჯერ ისმის მოსაზრება, რომ თუ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს ის არ უნდა იყოს ნატოს წევრი. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა.
დიახ. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ. არც-ერთი ქვეყანა ერთნაირ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში არ არის და ხშირად, ქვეყნებს დასავლეთში ერთნაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, გახსოვთ ალბათ, რომ ამერიკას და დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს, ისინი საბჭოთა კავშირის წევრებად არასოდეს უღიარებიათ. საქართველოს შემთხვევა, ვფიქრობ განსხვავებულია. საქართველოს არ ჰყავს დიდი დიასპორა, ამ ეტაპზე არ ჰყავს საკმარისად მამაცი ლიდერები, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო, ნატოში გაწევრიანებამდე. ასევე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ზოგჯერ ისმის მოსაზრება, რომ თუ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს ის არ უნდა იყოს ნატოს წევრი. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ის არასწორ სიგნალს უგზავნის მოსკოვს - რომ მიითვისე ნებისმიერი ტერიტორია და ამით შეაჩერე იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.
ვფიქრობ, ახლაა მომენტი მოსკოვს სწორი სიგნალი გავუგზავნოთ და ვუთხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორია გაქვს დროებით მითვისებული, მათ მაინც შეუძლიათ ნატოში გაწევრიანება.
რა იქნება გადამწყვეტი მომენტი, არ ვიცი. შეიძლება რუსეთმა გააგრძელოს დასავლეთის პროვოცირება სხვადასხვა მეთოდით და ამან შეიძლება მიგვიყვანოს დასავლეთის მხრიდან იმ დონის უკურეაქციამდე, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ერთბაშად გაიზარდოს.
საკუთარი ტერიტორიის კონტროლზე რომ გავაგრძელოთ საუბარი - არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, ნატოს შეუძლია გერმანიის პრეცედენტი გამოიყენოს . მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული, დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი გახდა. რას ფიქრობთ ამ კონცეფციაზე?
ეს ძალიან კარგი მაგალითია. ასევე ვიტყოდი, რომ უნდა შევხედოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ალიანსში წევრობისთვის ბოლომდე მზად არ იყვნენ, მაგრამ ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მათ სტაბილურობას. მაგალითად, საბერძნეთს და თურქეთს ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ეს ნატოში წევრობისთვის დისკვალიფიკაციის მიზეზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისინი ალიანსში მიიღეს და მათ შორის კონფლიქტი შემსუბუქდა.
საქართველოს ნატოში მიღებითაც იგივე შედეგი დადგება, საქართველო რუსეთის აგრესიისგან დაცული იქნება და ამით ოკუპირებულ ტერიტორიებსაც გაეგზავნება მესიჯი, რომ მათაც შეუძლიათ გახდნენ ნატოს წევრები, აიმაღლოთ ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური კეთილდღეობა. და ამ შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში, რატომ უნდა გინდოდეთ რუსეთის ქოლგის ქვეშ, როდესაც დასავლეთთან სიახლოვე სჯობს?
რუსეთი ავრცელებს ნარატივს, რომ ნატო მას საფრთხეს უქმნის, რომ რუსეთს ალიანსის აგრესიული ქმედებებისგან დაცვა სჭირდება. სამწუხაროდ, ამას ზოგიერთი ადამიანი საქართველოშიც იჯერებს. როგორ შეიძლება ეს გაგრძელდეს, რამდენად შეძლებს რუსეთი ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას?
საინტერესოა, რომ ეს ნარატივი განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როდესაც ნატოში შესასვლელად ახალი ქვეყანა ემზადება. უცებ, დასავლურ მედიაშიც კი, წამოვიდა ნატოს საწინააღმდეგო დიდი ტალღა. ვფიქრობ, ამ ინფორმაციის ნაწილი მოსკოვის სადაზვერვო სამსახურებიდან და რუსი ტროლებისგან მოდის. ისინი ამბობენ, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პროპაგანდა ბალკანეთში, მაგალითად, ასე ჟღერს: ამერიკას უნდა ნატოში შეგითრიოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ომი დაიწყოს. სამწუხაროდ, საკმარისი ადამიანია ამ ქვეყნებში ისეთი, ვისაც ამის სჯერა. განსაკუთრებით, ნაციონალისტებს, ანტი-ამერიკელებს, რუსეთის მოკავშირეებს.
რუსული ნარატივის მთავარი მიზანია შექმნას განცდა, რომ ნატოს გაფართოებით მსოფლიოს დესტაბილიზაცია მოხდება. არადა ეს პირიქითაა, რუსეთი ჯერ არც-ერთ ქვეყანას არ დასხმია თავს, რომელიც უკვე ნატოს წევრია.
რა შეიძლება გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ უკეთესად წარმოაჩინოს, თუ რას ნიშნავს ნატო, რომ ის, რასაც კრემლი ამბობს ნატოზე, სიცრუეა?
ჩვენი მესიჯები უბრალოდ არ არის საკმარისად ეფექტური. მე ასევე ვიტყოდი, რომ ამ შეხედულების შეცვლაზე მუშაობა არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ რუსეთშიცაა საჭირო. პუტინი ეყრდნობა იდეას, რომ მას მარტივად შეუძლია რუსი ხალხი დააჯეროს იმაში, რომ ის რუსეთს იცავს მტრულად განწყობილი დასავლეთისგან, რომელსაც მისი დაშლა და განადგურება სურს. (გერასიმოვიც ხომ ამაზე საუბრობს - მისი ტროას ცხენი და მეხუთე კოლონაც ამას ნიშნავს.) მესიჯი რუსი ხალხის და რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერების მიმართ ის უნდა იყოს, რომ ნატოს გარეშე, ძლიერი ნატოს გარეშე, თქვენს ლიდერს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას დაესხას თავს და ამით მხოლოდ თქვენი ყოფა გაუარესდება იმის გამო, რომ გაიზრდება სანქციები და ცხოვრება დაგიმძიმდებათ. ამიტომ, სხვა თუ არაფერი, ნატოს გაფართოებას ნამდვილად არ უნდა შეეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ ნატოა ერთადეთი ბერკეტი, რომელიც თქვენი ლიდერის სულელურ ნაბიჯებს ამცირებს.
ადვილად ჟღერს რასაც ამბობთ. ალბათ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ.
მე ოპტიმისტი ვარ. თუმცა, რუსეთში დღეს ხალხი უკვე აცნობიერებს, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკა ხშირად იმისთვის მუშავდება, რომ ისინი მოატყუოს და პურის მიცემის ნაცვლად მათ აკრობატების ფანტები ანახოს.
განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
დიახ. რუსეთში ცვლილებები მოდის. ეს არ არის მონოლითი და პუტინი სამუდამოდ არ იცოცხლებს.