მილოვი: პუტინის მიზანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაა

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ მილოვი

უკანასკნელ პერიოდში დასავლეთის შეშფოთებას იწვევს რუსეთის მოქმედებები უკრაინის საზღვართან, სადაც მოსკოვს 150,000-ზე მეტი ჯარისკაცი და საბრძოლო შეიარაღება ჰყავს განთავსებული. ამ ფონზე, კრემლი ნატოსგან ითხოვს გარანტიას, რომ ეს უკანასკენლი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და არ მიიღებს უკრაინას და საქართველოს ალიანსში. დასავლეთში კი აცხადებენ, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატოს გაფართოების საკითხს. რა მიზანს ემსახურება კრემლის მიერ უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაცია და გეგმავს თუ არა მოსკოვი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრას? ამ თემებზე, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე, გადაცემისთვის "ხედვა ვაშინგტონიდან", რუს ოპოზიციონერ ვლადიმირ მილოვს ესაუბრა.

დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. როგორ შეაფასებდით ამ სამ ათწლეულს რუსეთისთვის?

რთულად. ჩვენ განსხვავებული მოლოდინები გვქონდა. მე კარგად მახსოვს ეს დრო. 20 წლის ვიყავი, როცა ბელოვეჟის შეთანხმებას მოეწერა ხელი. 1990-იანეებში და მერეც, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, იყო იმედი რომ გავხდებოდით ნორმალური ქვეყანა, არ ვიომებდით არავისთან, არ ვიხილავდით დაპირისპირებებს, მოვხსნიდით ბარიერებს, მოვაწერდით ხელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და გავხსნიდით საზღვრებს. მე მაშინ [ფრანსის ფუკუიამას] "ისტორიის დასასრული" წაკითხული არ მქონდა. თუმცა განწყობა ისეთი იყო, რომ დიდი დაპირისპირება დასრულდა და ყველა შევძლებდით ნორმალურ ცხოვრებას.

თუმცა შემდეგ [ვლადიმირ] პუტინი იქცა მაცნედ, იმპერიალისტური დრაივისა, რომელიც მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში არ იკვეთება, არამედ ეს გლობალური ტენდენციაა. ვხედავთ იმპერიალიზმის რენესანს, და ეგოისტურ პოლიტიკას. ჩვენ ბევრი რამ არ გამოგვივიდა. თუმცა მიუხედავად ამისა ბევრი, მათ შორის მეც, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ეს რუსეთის ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდია, როცა ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ცუდი გამოცდილებიდანაც შეგიძლია სწორი დასკვნების გაკეთება და მე მჯერა, რომ დავუბრუნდებით სწორ გზას.

ასევე ნახეთ: "ეს იყო ისტორიული რუსეთის დაშლა" - პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლაზე

თქვენ საუბრობთ გაცრუებულ იმედებზე. რა არის ამ 30 წლის გაკვეთილები, რაც მომავალისთვის არის მნიშვნელოვანი?

მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ დემოკრატის შენება და თავისუფლების მიღწევა რთულია. ის გულისხმობს ყოველდღიურ ჩართულობას ქვეყნის მართვაში. ჩვენ ძალიან ადვილად მივიღეთ საბჭოთა კავშირის დაშლა და ვიფიქრეთ, რომ მოდი ახლა დავისვენოთ, რაღაცა რეფორმები მიდის, მაგრამ მოდი ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ. პუტინმა ეს განწყობა გააძლიერა, ხალხს დაპირდა, რომ წადით პოლიტიკიდან, მე გპირდებით ეკონომიკურ ზრდას, და ბევრმა ეს დაიჯერა. შეცდომა იყო, რომ ხალხი მოეშვა, თავი დაანება პოლიტიკას და საკუთარ ცხოვრებაზე გადაერთო. 90-იანებში ჩვენ არ გყავდა დემოკრატიული ძალები, რომლებიც იქონიებდნენ გავლენას პრეზიდენტ ელცინზე რეფორმების გასატარებლად.

ავტორიტარიზმის ტენდენციების წარმატების მიზეზი ნებისმიერ ქვეყანაში, საზოგადოების გაუცხოებაა პოლიტიკისგან.

არავინ აღარ არსებობდა ვინც დემოკრატიას დაიცავდა, როცა პუტინმა დაიწყო პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. დემოკრატიული პარტიები ძალიან სუსტები აღმოჩნდნენ. ეს იმას უკავშირდება, რომ ხალხმა აირჩია არ ყოფილიყო ჩართული პოლიტიკაში, ისინი მოეშვნენ და საკუთარ ცხოვრებაზე გადაერთნენ. ამ ფონზე კი მტაცებელმა ნომეკლატურამ, თავისი საქმე გააკეთა. ჩემი აზრით, ავტორიტარიზმის ტენდენციების წარმატების მიზეზი ნებისმიერ ქვეყანაში, საზოგადოების გაუცხოებაა პოლიტიკისგან. დიქტატორები ხელისუფლებას ეპატრონებიან, როცა მათ ხალხი ამის საშუალებას აძლევს, საჭიროა, რომ ყოველთვის ფხიზლად იყო, ყოველთვის იყო ჩართული პოლიტიკაში და არ დაუშვა ეს.

ასევე ნახეთ: როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი - ძირითადი აქტორები და წინმსწრები მოვლენები

რა არის საბჭოთა კავშირს მემკვიდრეობის ნარჩენები რაც ჯერ ისევ გასდევს ჩრდილად რუსეთსა და რეგიონს?

მთავარი სიტყვა, რომლითაც რუსეთის საზოგადოება შეიძლება დავახასიათოთ არის დაბნეულობა. ხალხი დაბნეულია. ისინი უკანასკნელი წლების განმავლობაში, ახლო წარსულზე მათ წარმოდგენებს ხშირად იცვლიან. პროპაგანდა მათ უგზავნის განსხვავებულ, საპირისპირო მესიჯებს. სერიოზული საუბარი იმაზე რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, არ მიდის. მაგალითად ხალხი რომელსაც საბჭოთა კავშირში არც უნახავს და არ ახსოვს, ახალგაზრდების ნაწილი, 30 წელს ქვემოთ, მხარს უჭერენ მას. თუ მათ დაუსვამ კითხვებს, თუ რა იყო საბჭოთა კავშირი, ისინი აღწერენ თანამედროვე ევროკავშირს, მოსახლეობის უფლებების დაცვით, სოციალური გარანტიებით, და ის, რომ ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, სადაც არაფერი არ არსებობდა და არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, არავინ არ იცის. პუტინის პროპაგანდა ამაზე არაფერს არ ამბობს.

ავტორიტარულ გარემოში ძალიან რთულია შეაფასო საბჭოთა კავშირის რეალური მემკვიდრეობა. ჩემს იუთუბ არხზე, მე გავაკეთე ციკლი საბჭოთა კავშირის ბოლო წლებზე, ის ძალიან პოპულარული გახდა, და ვცდილობდი ამეხსნა, როგორ ცუდად გვქონდა ჩვენ საქმე მაშინ და რატომ გვქონდა ცვლილებების იმედი. ბევრს ამან თვალები აუხილა, რადგან განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრს აქვს ილუზიები საბჭოთა კავშირის გარშემო და საჭიროა ამ ილუზიების დანგრევა.

ასევე ნახეთ: რეტროსპექტივა: პუტინის მმართველობის 20 წელი

სხვა თემაზე გადავიდეთ. თეთრს სახლსა და კაპიტოლიუმის ბორცვზე უკანასკნელ პერიოდში, გამოთქვამენ შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო. ვიხილეთ ცნობები და არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთი შეიძლება კიდევ ერთხელ შეიჭრას უკრაინაში. როგორ ფიქრობთ, რა მიზნები აქვს რუსეთს და რის მიღწევას ცდილობს ის?

მე პირადად ვფიქრობ, რომ არანაირ უკრაინაში შეჭრას ადგილი არ ექნება. რამდენიმე მიზეზის გამო, პირველ რიგში იმიტომ რომ ეს სერიოზულ დაბრკოლებებს უკავშირდება, უკრაინა ბევრად უფრო უკეთაა მომზადებული თავდასხმის შესაკავებლად. უკრაინას აქვს ავიაცია, ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება, რომელსაც შეუძლია რუსეთის საჰაერო სივრცეს მიწვდეს, პირველად 1944 წლის შემდეგ. ეს ხალხს თვალს აუხელს. ხალხი ამისთვის მზად არაა. და ზოგადად ასეთი ომი მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მეორე მხრივ გაუგებარია, რა შეიძლება იყოს უკრაინაში შეჭრის საომარი მიზანი? ანალიტიკოსებიი საუბრობენ, ყირიმთან კორიდორზე, თუმცა ეს საჭირო არაა. მისი სოციალური-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ისეთი არაა, რომ ეს ფასი ღირდეს. თუ მიზანია მაგალითად დიდი ქალაქების დაკავებაა? როგორ? ურბანული ომი ძალიან სისხლიანი, რთული საქმეა.

არანაირ უკრაინაში შეჭრას ადგილი არ ექნება.

[რუსეთმა] 2015 წელს ორჯერ ვერ მოახერხა მარიუპოლის აღება. ისინი გაჩერდნენ, ამას მოჰყვებოდა კოლოსალური მსხვერპლი და ზეწოლა. ახლა საუბრობენ, რომ [რუსეთს სურს აიღო] ოდესა თუ კიევი, ეს არასერიოზულია. ასევე ვნახე დასავლურ გამოცემებში რუკები, რომ [კრემლს] სურს უკრაინის 2/3-ის დაკავება, მათ ამისთვის ნახევარ მილიონიანი არმია სჭირდებათ, ასიათასი სამხედრო ამას არ ეყოფა.

მაშინ რა არის მიზანი?

დაძაბულობის გაღვივება, რათა [პუტინი] მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას გამოჩრეს. პუტინი სერიოზულ იზოლაციაში აღმოჩნდა. Ასევე, მას სურს გაუგზავნოს სიგნალი გერმანიის ახალ მთავრობას, რომ აღმითქვით მე სერიოზულად, თორე იქნება პრობლემები, მას სურს სიგნალი მისცეს [საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ] მაკრონს, რომელსაც ცოტახანში რთული არჩევნები ექნება, რომ შემიძლია შენ პრობლემები შეგიქმნა და დაჯექი ჩემთან ერთად მაგიდასთან. მას სურს, იგივე გზავნილი გაუგზავნოს [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენს. მას ეს გამოუვიდა გაზაფხულზე როცა ასევე გაგზავნა შეიარაღება უკრაინის საზღვარზე. მას ბაიდენმა დაურეკა, ეს გამოიყურება როგორც დიალოგი. ის მიხვდა, რომ ეს გაუვა. მისი ამოცანაა, რომ იზოლაციას თავი დააღწიოს და დააბრუნოს მისი თავი მსოფლიო ლიდერების კლუბში.

პუტინის 20 წელი

ეს არ ნიშნავს, რომ შეჭრის არ უნდა გვეშინოდე. ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ საჭიროა იყო მზად. და სწორედ უკრაინის და მისი მოკავშირეების მზაობას უკავშირდება, პუტინის გადაწვეტილებაც, თუ ის ნახავს, რომ პასუხი იქნება, ეს მას შეკავებს.

როგორ შეაფასებდით, ამ დრომდე ვაშინგტონის პასუხს?

სუსტად, ძალიან სუსტად.

მიზანი დაძაბულობის გაღვივება, რათა პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას გამოჩრეს.

როგორ ფიქრობთ ვაშინგტონში რეალისტურად აფასებენ იმას თუ როგორ მოქმედებს რუსეთი?

Ააქამდე იყო საჭირო იმის გაკეთება, რაზეც ახლა საუბრობენ... რომ განიხილება სანქციები დიდი სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ, სახელწიფო ვალთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა ადეკვატური პასუხი იმაზე, რაც პუტინმა აქამდე ჩაიდინა, მომხდარი აგრესიის ფონზე, იმ ფონზე რასაც ის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში აკეთებს და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების, [ალექსეი] ნავალნის და ბევრი სხვის დაკავების გათვალისწინებით. თუ ახლა ვიხილავთ, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებს, ეს არ იქნება საკმარისი პასუხი, საჭიროა რაიმე ბევრად უფრო სერიოზული. ამ ეტაპზე ეს მუქარა პუტინისთვის დიდად საშიშად არ გამოიყურება.

სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, და ვაშინგტონშიც საუბრობენ. რომ რუსეთი ცდილობს გაავლოს წითელი ხაზო ნატოს გაფართოების კუთხით, რამდენად არის ეს ესკალაციის რეალური მიზეზი?

არაა. ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული ისტორია, სრულიად გამოგონილი პროპაგანდისტული ისტორიაა. 80იანი წლების ბოლოს ევროპის ტერიტორიაზე, მილიონის მეოთხედი ამერიკელი სამხედრო იყო განთავსებული და ბევრად დიდი შეიარაღება, რომლებიც ახლა იქ აღარაა. როცა პუტინის პროპაგანდა ნატოს გაფართოებით გვაშინებს, ის გულისხმობს რუმინეთსა და ბულგარეთში როტაციულ ცენტრებს, რამდენიმე ათასიანი პერსონალით. ეს არაფერს არ ნიშნავს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთის „შეკავების რეჟიმში“ 

ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული ისტორია, უბრალოდ პროპაგანდისტული გამონაგონია. საშიში არაფერია. ნატოსთან ჩვენ გვქონდა ნორმალური დიალოგი, რომელიც თავად პუტინმა დაანგრია. გვქონდა პარტნიორობა მშვიდობისთვის. ეს გამოგონილი ისტორიაა, ისეთი როგორიც იყო მაგალითად ის, რომ „ცუდმა პოლონელებმა 1939 წელს გერმანული რადიოსადგური დაიკავეს”. ეს ამ სერიის გაგრძელებაა.

ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული ისტორია, სრულიად გამოგონილი პროპაგანდისტული ისტორიაა.

Რუსეთი ბევრად უფრო მეტი რეალური საფრთხის წინაშეა იქნება ეს [ჩრდილოეთ] კორეის მიერ სარაკეტო გამოცდები, თუ ჩინური ბალისტიკური რაკეტები ჩვენ საზღვარზე. ნატოსთან დაკავშირებული ისტერია, რეალობას არ პასუხობს.

ასევე ნახეთ: კრემლი ღიად ითხოვს, ნატომ უარი უთხრას საქართველოს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანებაზე

[კრემლის] მთავარი იდეა, უკრაინის და დანარჩენი საბჭოთა კავშირის სივრცის მათ ქვეშ მოქცევაა, როგორც ექსკლუზიური დომინაციის ზონის. ამიტომ ისინი იგონებენ მიზეზებს, რათა ეს აგრესიული პოლიტიკა გაამართლონ. და ნატო ადვილი სამიზნეა.

უკანასკნელი თვეებში ვხედავთ, რომ ნავალნის ბევრი მოკავშირე, მათ შორის თქვენც, რუსეთს ტოვებს. როცა საქმე დღეს რუსეთში პოლიტიკურ თავისუფლების და უფლების შეზღუდვას ეხება, დღეს ვითარება ხარისხსობრივად განსხვავებულია? თუ რეჟიმის წინაშე გამოწვევაა უფრო დიდია და ამიტომ დღეს ეს უფრო ნათლად ჩანს?

მე ვფიქრობ კრემლში ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ, [ბელარუსის ლიდერის] ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცდილებას, და პროტესტის ჩახშობას ბელარუსში. Და პრინციპში არა მარტო ლუკაშენკოს. ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც საზოგადოებრივი პროტესტის წინაშე დგებიან, მხოლოდ ექსტრემალური სისასტიკის გზით ახერხებენ გადარჩენას. იქნება ეს ვენესუელა, სირია, მიანმარი თუ ბელარუსი.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი

კრემლმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ჩაახშონ. დღეს პუტინის მიზანია გაანაადგუროს ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა ქვეყანაში, ჩასვას ყველა, მათზე ზეწოლა მოახდინოს და ისინი შეაშინოს. ეს ძალიან ცუდი ამბავია. სენსაცია ამ წლის იყო ის, რომ მასობრივ რეპრესიებზე ასე სწრაფად გადავიდნენ.

კრემლის მთავარი იდეა, უკრაინის და დანარჩენი საბჭოთა კავშირის სივრცის მათ ქვეშ მოქცევაა, როგორც ექსკლუზიური დომინაციის ზონის.

თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ პუტინის რეიტინგი იკლებს, ის დაახლოებით 30 პროცენტს უტოლდება, სხვადასხვა კვლევების მიხედვით. ის მონაწილეობდა „ერთიანი რუსეთის“ საპარლამენტო საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ მოახერხა მათი რეიტინგის გაზრდა. მათ მოუწიათ უპრეცენდენტო ფალსიფიკაციისთვის მიემართათ.

ასევე ნახეთ: "ეს იყო ისტორიული რუსეთის დაშლა" - პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლაზე

Პუტინს ეშინია 2024 წლის, როცა მისი ვადის გაგრძელების საკითხი დადგება. ყველა გამოკითხვის მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. 40 წელს ქვემოთ ახალგაზრდების უმრავლესობა თვლის, რომ 2024 წლის შემდეგ პუტინი არ უნდა იყოს პრეზიდენტი. ასევე იკვეთება მედია ტენდენციები, რომლის მიხედვითაც რუსეთში ინტერნეტი მალე გახდება ინფორმაციის მთავარი წყარო.

ასე რომ [პუტინისთვის] ყველაფერი ცუდადაა, ეკონომიკა კარგად არ მიდის წინ, მას ძალიან ეშინია 2024 წლის. Ამაზე პასუხი კი ყველას დაშინება, გაგდება და რეპრესიაა. თუმცა სახალხო უკმაყოფილება იზრდება. და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები გადაიკვეთება.

რაც შეგეხებათ თავად თქვენ, თქვენ რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დაგეტოვებინათ რუსეთი, თუ გსურთ რომ ამაზე ილაპარაკოთ, საკუთარი ქვეყნიდან წასვლა ძალზედ რთული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.

დიახ ეს ძალიან რთულია. მახსოვს ერთი წლის წინ როცა ახალ წელს ვზეიმობდით, არ ვგეგმავდით არსად წასვლას და რუსეთის დატოვებას. თუმცა იანვრის დემონსტრაციებთან ერთად , დაიწყეს ნავალნის მოკავშირეების დაკავება. ჩემი სახლის წინ სახლის შესასვლელში 20-ზე მეტი პოლიციელი იდგა. ნათელი იყო, რომ [ჩემი დაკავებაც] დროის ამბავი იყო. პლიუს, მე [ევგენი პრიგოჟინის] მხრიდან, რომელზეც მე მასალების გამოვაქვეყნე, სადაც მის ფიგურაზე ვსაუბრობ, რამდენიმე საქმის წინაშე ვარ. მე ძალიან მალე ამიკრძალავდნენ ქვეყნის დატოვებას, ამიტომ საჭირო იყო სწრაფი მოქმედება.

ასევე ნახეთ: რუსული პროპაგანდის "ჭეშმარიტების" მომენტები 


ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან იანვარში და თებერვალში როცა ნავალნის ბევრი მხარდამჭერი დააკავეს, სიჩუმე ჩამოვარდა. საჭირო იყო ვინმე ვინც ეთერში იქნებოდა, ისაუბრებდა ხალხთან და გაუგზავნიდა მათ სწორ პოლიტიკურ მესიჯს. ამიტომ ჩვენ, კოლეგებთან ერთად, გადავწყვიტეთ რომ არ შეიძლება ყველა წავიდეს ციხეზე, ვინმე გარეთ უნდა დარჩეს. ამაზე მოთხოვნა არსებობს, ჩვენი აუდიტორია იზრდება. 2024 წლის გზაზე, ვფიქრობთ ყველაზე მნიშვნელოვანია პირდაპირ ვესაუბროთ რუს ხალხს.

თქვენ ამას შეეხეთ ნაწილობრივ, თუმცა რა იმედები აქვს დღეს რუსულ ოპოზიციასს, იმ ფონზე როცა იზრდება ზეწოლა კრემლიდან?

Პუტინს ეშინია 2024 წლის, როცა მისი ვადის გაგრძელების საკითხი დადგება. 


ჩვენი ხალხის იმედი. ის იღვიძებს. გამოდის პუტინის ბოლისგან, ინგრევა იმპერიალისსტური ილუზიები, ილუზიები ყირიმზე, და რუსულ დიდებაზე. ყველა მიხვდა, რომ პუტინმა მოგვაქცია ხაფანგში, რომ ვართ ჩიხში. მისი პოპულარობა რეკორდულ მინიმუმზეა და კიდევ დაეცემა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ხალხს ალტერნატივა სურს. მოთხოვნა იმაზე რასაც ჩვენ ვაკეთებთ დიდია. ამიტომ მას სურდა ჩვენი სტრუქტურის განადგურება, რათა ვერ ვიფუნქციონიროთ, თუმცა ჩვენ გადავჩრით, და ვაგრძელებთ საზღვრის მიღმა რუსებთან საუბარს. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ მობილიზებას, და გავზრდით ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობას, რათა გავურთულოთ პუტინს 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის გეგმები. მე ვფიქრობ ეს მას ძალიან გაუჭირდება და ჩვენ მას ბრძოლას ვაჩვენებთ.

ასევე ნახეთ: "დიქტატორის" ბრძოლა მედიისა და საზოგადოების წინააღმდეგ 

მინდა გადავიდე საკითხზე, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესოა და ეს უკავშირდება, ყოფილიი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას? როგორი იყო რეაქცია მის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთში?

რუსეთში ახლოს ამას ძალიან ცოტა თუ აკვირდება. ბევრს უკვე აღარ ახსოვს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. ისტორიული მეხსიერება მოკლეა. პრინციპში საგარეო პოლიტიკა რუსეთში, ყოველდღიური ინტერესის საკითხი არაა. ამ კუთხით ამერიკას ვგავართ. მერე მხარეს რა თქმა უნდა ოპოზიციაში ამას აქტიურად აკვირდებიან, და იქ ორი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იკვეთება. რუსული ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილს ხედავს, როგორც დიდ რეფორმატორს, და მისდამი სიმპატიებით არიან განწყობილი, ხოლო სხვებს და მე ამ ჯგუფს ვეკუთნი, ახსოვს მისი ავტორიტარული მისწრაფებები მისი ვადის ბოლოს, როცა განვითარებული სამყარო მას აკრიტიკებდა. 2007 წელს მაგალითად ფრიდომ ჰაუსმა საქართველოს რეიტინგი შეამცირა და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის შედარებით თავისუფალ ქვეყნებს შორის. ამიტომ, მისი ისტორია ცალსახა არ არის.

Your browser doesn’t support HTML5

ელცინის ახლო მეგობარი და პუტინის იდეოლოგიური ძმა - ალექსანდრე ლუკაშენკო

თუმცა, ყველა ვინც სიტუაციას აკვირდება, ცალსახად საუბრობს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური დაკავებაა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, და თუ მის წინააღმდეგ არსებობს სასამართლო პრეტენზიები, ეს უნდა იყოს განხილული ცივილიზებულად. და არ უნდა იყოს გამოყენებული ციხე და დაკავება, ზეწოლის ფორმად, მძევლის ასაყვანად. Ეს ძალიან გავს იმას, როგორც პუტინი იქცევა და ეს მიუღებელია.

რეჟიმის მხრიდან რა რეაქცია იყო?

ვიტყოდი ნეიტრალური. რუსულ ხელისუფლებას არ სურს აჩვენოს, რომ მმართველი “ქართული ოცნების” პარტია მათთვის მოსაწონია. მათ მოსწონთ ის რასაც [საქართველოს მთავრობა] აკეთებს და ის ავტორიტარული ტენდენციები რომელიც საქართველოშიც იკვეთება. თუმცა ისინი აგრძელებენ წარმოაჩინონ, რომ საქართველო არის ქვეყანა რომელიც ჩამოგვეხსნა და ნატოში სურს გაწევრიანება, რადგან თუ ისინი პირდაპირ დაიწყებენ ქართული ოცნების მხარდაჭერას, ეს ამ უკანასკნელებს არ წაადგებათ საქართველოში, და ეს ლოგიკურია.

ნაწილობრივ უკვე უპასუხეთ უკვე შეკითხვას, მაგრამ მაინც გკითხავთ. ცოტა ხნის წინ, [ნავალნის გუნდის წევრი] ლუბოვ სობოლი საქართველოში არ შეუშვეს, საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ არ მისცეს მას საზღვრის გადაკვეთის უფლება. როგორ ხედავთ თქვენ, რუსულ ოპოზიციაში საქართველოს მთავრობას?

ალექსეი ნავალნი და ვლადიმირ პუტინი

დიდი სირთულეები იკვეთება. ბევრი რამ რასაც საქართველოში ვხედავთ გვახსენებს იმას, რაც რუსეთში ხდება. ვგულისხმობ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების რეაქცია კი არ ჩანს. Არადა ადრეულ ეტაპებზე საჭიროა ნათლად ითქვას [დასავლეთისგან], რომ ეს დაუშვებელია.

რუსულ ხელისუფლებას არ სურს აჩვენოს, რომ მმართველი “ქართული ოცნების” პარტია მათთვის მოსაწონია.

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში, ამერიკამ და ევროპამ მას ნათლად უთხრა, რომ საჭიროა იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ოპოზიციისთვის პირობების შექმნა და მან ეს გააკეთა. მე ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ და იკვეთება საშიში სიგნალები. მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა თქვას, როგორი კურსი აქვს მას, რა გეგმები აქვს, რადგან საგანგაშო სიგნალები, ბევრია.

და ბოლოს, ახალი წელი მოდის, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლისთავს აღვნიშნავთ. საბჭოთა კავშირის დაშლას ბევრ ქვეყანაში ქაოსი მოჰყვა, კონფლიქტები, და ეკონომიკური დაღმასვლა, მათ შორის საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაშიც. 30 წლის შემდეგ, როცა წინ ვიყურებით, რამდენად გაქვთ იმედი რომ იხილავთ დემოკრატიულ რუსეთს იმის გათვალისწინებით რასაც ახლა ვხედავთ?

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და არა მარტო იმედი, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი დემოკრატიული მომავალი დადგება. საბჭოთა კავშირის დაშლას რაც შეეხება, ვფიქრობ ჩვენ არასათანადოდ შევაფასეთ ის თუ რა გავლენა ექნებოდა მის მემკვიდრეობას. გვეგონა, რომ ფასებს უბრალოდ მივუშვებდით, და მაღაზიები გაივსებოდა და დავიწყებდით ისე ცხოვრებას როგორც ამერიკაში. თუმცა, ეს მემკვიდრეობა ძალიან მძიმე აღმოჩნდა...

Your browser doesn’t support HTML5

მილოვი: ის რაც საქართველოში ხდება, რუსეთს გვახსენებს

ვფიქრობ დღეს უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება გვაქვს. ეს გამოსადეგი გამოცდილება იყო. ვიცით როგორ გავატაროთ რეფორმები, ისე რომ ადამიანებს მივცეთ სოციალური და ნორმალური ცხოვრების გარანტიები. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ ჯერზე რეფორმების გატარება უფრო გაგვიადვილდება და ხალხისთვის სასარგებლო შედეგებს მოიტანს.