სასწავლო პროგრამები ამერიკურლი სტანდარტებით იქნება შედგენილი და გრანტი მიზნად ისახავს საქართველოში ამერიკული დიპლომების გაცემა მოხერხდეს
ვაშინგტონი —
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოსთვის მეორე კომპაქტი დაამტკიცა. დახმარების დეტალებთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ კორპორაციის კომპაქტების ოპერაციების ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ტომ ჰარლის.
ბატონო ტომ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. თუ შეიძლება გვითხარით დეტალები იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა საქართველოს შერჩევა მეორე კომპაქტისთვის?
მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საქართველომ პირველი კომპაქტი 2011 წელს ძალიან კარგი შედეგებით დაასრულა. საქართველო აღმოჩნდა ძალიან კარგი პარტნიორი, რასაც ჩვენმა დირექტორთა საბჭომ დიდი ყურადღება მიაქცია მეორე კომპაქტის განხილვისას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია კომპაქტის გაცემაზე გადაწყვეტილებას მესამე მხარის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით აკეთებს, რაშიც შედის კანონის უზენაესობა, ადამიანებში ინვესტირება და ეკონომიკური თავისუფლება. საქართველოს კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებებით.
როდის მიიღეთ გადაწყვეტილება და როდის დაიწყება კომპაქტის შესრულება?
თავდაპირველად, საქართველო 2011 წლის იანვარში შეირჩა. შარშან სელექციის მეორე პროცესი დასრულდა. გასულ კვირას კი დირექტორთა საბჭომ ის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების საფუძველზე მივიღეთ. ახლა კონგრესისგან ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ საბოლოო კონტრაქტს ივლისში თბილისში მოვაწერთ ხელს.
განხორციელება მომავლი წლის იანვარში დაიწყება?
დიახ, რამდენიმე თვე ჯერ ისევ მოსამზადებელ სამუშოებს ჩავატარებთ და პროექტის განხორციელება მომავალი წლის დასაწყისისთვის დაიგეგმება.
რით განსხვავდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საერთაშორისო დახმარების სხვა პროგრამებისგან?
პირველ რიგში, შერჩევის პროცესით. დახმარების გაწევამდე ვსწავლობთ დამოუკიდებელი მხარის მიერ ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობის შეფასების შედეგებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამის შემდეგ, ვაანალიზებთ მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, ხოლო მესამე ფაქტორი ის არის, რომ ჩვენს მიერ გაწეული დახმარება გრანტია და არა სესხი; ანუ ქვეყანას თანხის უკვან დაბრუნება არ სჭირდება. გარდა ამისა, პროექტს მიმღები ქვეყანა მართავს. ჩვენ მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქცია გვაკისრია და სხვა დონორებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ძალიან მცირე ზომის წარმომადგენლობა გვაქვს.
როგორ ახორციელებთ ზედამხედველობით ფუნქციას?
ვაშინგტონში ტექნიკური სპეციალისტები გვყავს, რომლებიც პროექტის ტექნიკურ მხარეებს აქედან ადევნებენ თვალყურს. გარკვეული პერიოდულობით ისინი საქართველოშიც დადიან, მაგრამ პროექტების განხორციელება მთლიანად საქართველოს ევალება.
ერთ-ერთ უკანასკნელ განცხადებაში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ აღნიშნა, რომ კომპაქტის განხორციელება დამოკიდებული იქნება მთავრობის მიერ კარგი მმართველობის პრაქტიკის გაგრძელებაზე. რა იგულისხმება ამ განცხადებაში?
ეს ისევ შერჩევის კრიტერიუმებს შეეხება. როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, კომპაქტის დამტკიცება ქვეყნისთვის ხდება დამოუკიდებელ შეფასებებზე დაყრდნობით. ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა იმის დემონსტირება, რომ თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი პარტნიორია, უცვლელად აგრძელებს დასახულ პოლიტიკას და სიამოვნებით ვაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას.
რა თანხა გამოიყო მეორე კომპაქტით?
140 მილიონი დოლარი.
და რა მიმართულებით დაიხარჯება ის?
ეს პირველი კომპაქტი იქნება, რომელსაც კორპორაცია მთალიანად ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებს. როცა გავაკეთეთ იმის შეფასება, თუ რა იყო ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, ადამიანური კაპირტალი ერთ-ერთი მათგანი იყო. ანუ, ქვეყანაში არ არის გავნითარებული მეცნიერებები, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. შესაბამისად, ამ კომპაქტით ვიმუშავებთ განათლების სფეროს სამი მიმართულებით: ხელს შევუწყობთ ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებას, განსაკუთრებით, ამ ტექნიკურ საგნებში; რეაბილიტაციას გავუკეთებთ რაიონებში მდებარე რამდენიმე სკოლას და ჩავატარებთ ტრეინინგებს მასწავლებლებისთვის. ამ ყველაფრის დანიშნულება ის იქნება, რომ უნივერსიტეტ-დამთავრებულ ადამიანს დავეხმაროთ უნარ-ჩვევების გაღრმავების საფუძველზე გახდეს უფრო ადვილად დასასაქმებელი.
აფასებთ თუ არა საკუთარ წარმატებას და თუ აფასებთ, რა კრიტერიუმებზე ან მეთოდებზე დაყრდნობით?
წინა პასუხს დავამატებ თუ შეიძლება... განათლების სფეროში ასევე ვაპირებთ ტექნიკური სასწავლებლების გახსნას იმისთვის, რომ ადამიანებს მივცეთ ტექნიკური უნარები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ კერძო სექტორში იმუშაონ. ამასთან, ვეცდებით დამსაქმებლების საჭიროებები საგანმანათლებლო პროგრამებთან დავაკავშიროთ, რათა კურსდამთავრებულებმა ადვილად შეძლონ სამსახურის მონახვა.
გარდა ამისა, საქართველოს დავაკავშირებთ ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ქართულ ინსტიტუტებს საინჟინრო პროგრამების შემუშავებაში დაეხმარებიან. ეს პროგრამები მთალიანად ამერიკურლი სტანდარტებით იქნება შედგენილი და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ამერიკული დიპლომების გაცემას შევძლებთ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას წარმატების შეფასებაზე, გეტყვით, რომ გვაქვს ძალიან მკაცრი ფინანსური შემოწმების პროცესი. ჩვენი წარმატება იზომება იმის მიხედვით, გაიზარდა თუ არა საზოგადოების შემოსავალი. საქართველოში ჩვენი გუნდი ახლა მოიპოვებს მონაცემებს საზოგადოების იმ ნაწილის ყოველთვიურ და საშუალო შემოსავლის დადგენაზე, რომელზეც ჩვენს პროექტებს პირდაპირი გავლენა ექნება. 6-7 წელში ისევ ჩავატარებთ მსგავს კვლევას იმის გამოსავლენად, გაიზარდა თუ არა მათი შემოსავალი ჩვენი პროექტის განხორციელების შემდეგ.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტების მიმართ, ქებასთან ერთად, არის კრიტიკაც. საქართთველოს პირველ კომპაქტთან დაკავშირებით კრიტიკა იყო ის, რომ მთლიანი თანხის დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ პროექტზე, ან ამ პროექტთან დაკავშირებულ პროექტებზე დაიხარჯა. როგორ პასუხობთ ამ კრიტიკას?
ჩვენ ამას როგორც კრიტიკას ისე არ აღვიქვამთ. ჩემი აზრით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ისეთი კომპაქტებიდან, როგორიც საქართველოს პირველი გრანტი იყო. არც ჩვენ და არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არ ატარებდნენ პროექტის განხორციელებამდე ჩასატარებელ კვლევებს. წლების მანძილზე სწორედ ეს ვისწავლეთ, რომ კომპაქტის განხორციელების დაწყებამდე უნდა დავადგინოთ თუ კონკრეტულად რა დაჯდება პროგრამის განხორციელება. საქართველოში ხუთი წლის მანძილზე ორი გზის აშენება გაცილებით ძვირი დაჯდა, ვიდრე ამას ველოდით. შესაბამისად, საჭირო გახდა პროექტისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შეგვემცირებინა გზების რაოდენობა, რომლებზეც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებდით. ამით კარგი გამოცდილება მივიღეთ. მეორე კომპაქტის განხორციელებამდე წინასწარ კვლევებს ვატარებთ იმისთვის, რომ დანახარჯების გათვლა რაც შეიძლება ზუსტად გავაკეთოთ.
დიდი მადლობა.
მადლობა თქვენ, მოწვევისთვის.
ბატონო ტომ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. თუ შეიძლება გვითხარით დეტალები იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა საქართველოს შერჩევა მეორე კომპაქტისთვის?
მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საქართველომ პირველი კომპაქტი 2011 წელს ძალიან კარგი შედეგებით დაასრულა. საქართველო აღმოჩნდა ძალიან კარგი პარტნიორი, რასაც ჩვენმა დირექტორთა საბჭომ დიდი ყურადღება მიაქცია მეორე კომპაქტის განხილვისას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია კომპაქტის გაცემაზე გადაწყვეტილებას მესამე მხარის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით აკეთებს, რაშიც შედის კანონის უზენაესობა, ადამიანებში ინვესტირება და ეკონომიკური თავისუფლება. საქართველოს კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებებით.
როდის მიიღეთ გადაწყვეტილება და როდის დაიწყება კომპაქტის შესრულება?
როცა შევაფასეთ ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, ადამიანური კაპირტალი ერთ-ერთი მათგანი იყო. ანუ, ქვეყანაში არ არის გავნითარებული მეცნიერებები, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა.ტომ ჰარლი